ცხვარი ადამიანის ტყავში ანუ წესრიგი კრავთა დუმილის სანაცვლოდ

ცხვარი ადამიანის ტყავში ანუ წესრიგი კრავთა დუმილის სანაცვლოდ

ცხვარი ადამიანის ტყავში ანუ წესრიგი კრავთა დუმილის სანაცვლოდ

ლიდსის უნივერსიტეტში ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელიც ცხოველების და ადამიანთა ქცევას შორის პარალელების კვლევას მიეძღვნა და საინტერესო შედეგებით დასრულდა.

ექსპერიმენტში მონაწილეებს ჰქონდათ დავალება, განსაზღვრული მარშრუტის გარეშე, საკუთარი შეხედულებებისამებრ ემოძრავათ დიდ დარბაზში. მათ ერთმანეთთან საუბრის ან რაიმე სხვა სახით კომუნიკაციის უფლება არ ჰქონდათ.

ცდის მონაწილეთა შორის იყო ექსპერიმენტატორი, რომელიც  რამდენიმე ინდივიდს სპეციალურ ინსტრუქციას აძლევდა (რაც უცნობი იყო ცდის დანარჩენი მონაწილეებისთვის), თუ როგორი ტრაექტორიით უნდა ემოძრავათ. დარბაზში ქაოტურად მოძრავი ცდის მონაწილეები, თანდათან მათ გარშემო იყრიდნენ თავს და ორგანიზებული სტრუქტურის ჯგუფს ქმნიდნენ. ექსპერიმენტების სერია პირობების და  მონაწილეთა რაოდენობის ვარირებით ტარდებოდა.

200 კაციანი ჯგუფის მხოლოდ  5% მიიღო ინსტრუქცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა დანარჩენი მონაწილეთა ქცევის სრულად გასაკონტროლებლად.

ექსპერიმენტი ცხოველების ქცევასთან პარალელების დადგენის მიზინთ ჩატარდა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა მისი ინტერპრეტაცია, სოციალური კუთხით. მართალია სოციალურ გარემოში კომუნიკაციის მსგავსი შეზღუდვა, როგორც წესი არ ხდება, თუმცა, მეორეს მხრივ, მანიპულაციის მექანიზმებიც გაცილებით უფრო დახვეწილია.

ჩნდება კითხვა: რა დაიცავს საზოგადოებას იმისგან, რომ ერთი, თუნდაც ძალზედ მცირე, მაგრამ ორგანიზებული ჯგუფის მანიპულირების მსხვერპლი არ აღმოჩნდეს და მის სოციალურ, პოლიტიკურ, თუ ეკონომიკური ინტერესების უკრიტიკო მიმღები არ გახდეს?

ალბათ, მხოლოდ თავისუფალი კომუნიკაცია და ბევრი ურთიერთდამაბალანსებელი ჯგუფის არსებობა.