წელს გავიზარდე უფრო სწრაფად და უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე

წელს გავიზარდე უფრო სწრაფად და უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე

ჯეპრას პროექტების მენეჯერი საბა ჯაჯანიძე 2018 წელს აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

წელს გავიზარდე უფრო სწრაფად და უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე.

რით იყო გამორჩეული?

ახალი პროექტებით, გამოწვევებით, ადამიანებით და განსაკუთრებული გარემოთი.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამა – მთლიანად პროექტი იყო საინტერესო და მოიცავდა კვლევის, ანალიზის, დაგეგმვის კომპონენტებს. ასევე, შევიძინეთ ფასეული კონტაქტები და კარგი გზები გავხსენით სამომავლო თანამშრომლობისთვის.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

80% გამოვა. 20% – დრო! ესეც ზრდის ნაწილია. მომავალ წელს უფრო რეალისტურად დავგეგმავ 😊

როგორი იყო შენი წელი როგორც უნივერსიტეტების ლექტორის და პიარსკოლის მენტორის?

როგორც ყოველთვის – საოცრება. სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმეა. პლუს, ბევრად მეტს ვსწავლობ მე მათგან, ვიდრე ისინი ჩემგან (ნუ, ასე მგონია).

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედრებზე დაგეგემეთ?

80%. ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს 🙂 პიარი და მარკეტინგიდან Full Scale ბიზნეს კონსალტინგამდე უნდა გადავიდეთ.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

მიხარია – მომავალი არც ისე ბნელია, როგორადაც წარმოგვიდგენია. ცალსახად ნათელია 🙂

გული მწყდება – იდიოტებზე, რომლებიც წინსვლაში ხელს გვიშლიან – ნაც/ქოცებით დაწყებული, პუტინით დამთავრებული.

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

  • 2019-ში უნდა გავაკეთოთ დიდი ნახტომი.
  • Project Management soft – ი გვჭირდება, უეჭველად.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდუსტრიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

ტექნოლოგიების უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ზოგადად, კომუნიკაცია უფრო და უფრო ინტენსიური გახდება, რაც გაართულებს სამიზნე სეგმენტებამდე ხმის მიტანას, შესაბამისად ჩვენი ფასიც გაიზრდება 🙂

//]]>