ვფიქრობ დიდი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი ახალიც აღმოვაჩინეთ

ვფიქრობ დიდი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი ახალიც აღმოვაჩინეთ

ჯეპრას დიზაინერი, მაშკა წულეისკირი 2019 წელს აფასებს. 

ვფიქრობ, 2019 წელი ჩემთვის საკმაოდ დატვირთული წელი იყო. ბევრ ახალ გამოწვევას შევეჭიდე, რამაც დიდი გამოცდილება მომცა და ჩემი ცოდნა უფრო გააღრმავა სხვადასხვა კუთხით.

გამოვყოფდი გურჯაანის ღვინის ფესტივალის პროექტს, რომელზეც მუშაობის პროცესი სასიამოვნო იყო ჩემთვის. ბევრი ვიშრომეთ მთელმა გუნდმა. ვფიქრობ დიდი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი ახალიც აღმოვაჩინეთ.

2020 წელს ისევ და ისევ ვაპირებ ჩემი ცოდნის გაღრმავებას, რადგან ვფიქრობ რომ სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს პროფესიაში – საკუთარი თავის მუდმივი განვითარება, სწავლა, ახალი გამოწვევების მიღება და წარმატებით გადალახვა.