„თუ დაგპირდა, რომ არასოდეს მოგატყუებს, ესე იგი უკვე მოგატყუა!” – დღეს 1 აპრილია!

„თუ დაგპირდა, რომ არასოდეს მოგატყუებს, ესე იგი უკვე მოგატყუა!” – დღეს 1 აპრილია!

დღეს 1 აპრილია!

 

დღეს პირველი აპრილია?! – თუ არ გჯერა, უნდა დაიჯერო, სწორედ ამაშია ამ დღის ხიბლი… თუმცა, პოსტის წერისას ხიბლში არ ჩავვარდნილვარ…   ეს არის ის გამონაკლისი დღე, როდესაც ტყუილი არ მაღიზიანებს, უფრო მეტიც, მართობს და მეც მისი გავლენის ქვეშ ვექცევი!

ეს რთული საქმე ზოგჯერ „წარმატებით“ გამოგვდის, თუმცა ხშირად „გათამაშების“ მსხვერპლი თავად ვხვდებით. ამ „შეჯიბრში“ გამარჯვებული „ბარონ მიუნჰაუზენის“ (ჩვენი დროის „შალიკო ხვინგიაძე“, ასევე დავამატებდი კიდევ ერთი „ახალი ქართველის“ გვარ-სახელს…) ის მიმბაძველი გამოდის, რომელიც საკუთარი დამაჯერებელი ტყუილით მეტი ადამიანის „გაცურებას“ მოახერხებს. როგორც ჩანს ამ მეტად არასახარბიელო დღეს დიდი ტრადიცია აქვს…

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში პირველი აპრილი დღესასწაულად აღინიშნება და მე–18 საუკუნემდე ამ დღეს ოინების მოწყობის ტრადიცია არ არსებობდა.. თუმცა, ევროპაში პირველი აპრილის ტრადიცია, სავარაუდოდ, საფრანგეთიდან მე-16 საუკუნიდან გავრცელდა. მაგრამ დადგა 20-ე საუკუნე, მოვიდა მასმედიის და ინტერნეტის ხანა და პირველი აპრილის ტრადიციამაც ფრთები გაშალა – კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, ახლა უკვე ერთი და ორი ნაცნობის კი არა, რამდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანის მოტყუება გახდა შესაძლებელი! ერთი სიტყვით მთელი მსოფლიო, დიდი თუ პატარა ჩავებით „ტყუილების ფერხულში“.

თუმცა, პოსტის დაწერა არა პირველმა აპრილმა, არამედ უბრალოდ  „ტყუილმა“ დამაწყებინა… რთულია როცა ხვდები, რომ მხოლოდ 1 აპრილს არ ყოფილა ტყუილი ადვილი! როცა ხვდები, რომ ის შენი ცხვორების ნაწილი ხდება: ატყუებ ყველას, ატყუებ მეგობარს, ატყუებ საყვარელ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დღემ, ამ წუთებმა უმტკინვეულოდ „ჩაიაროს“.

დღეს 1 აპრილია!

მოკლედ…  გიხაროდეთ, დღეს პირველი აპრილია… გილოცავთ ამ დღეს თქვენ, ვისაც კალენდარი ნაკლებად გაღელვებთ და თქვენთვის სულ პირველი აპრილია!

სანაცვლოდ რას ღებულობენ „მატყუარები“? ალბათ „თვითკმაყოფილებას“ – შეძლეს და დააჯერეს!  და რას ღებულობენ სხვები? ტკივილს, რომლის „გავლასაც“ ძლიან დიდი დრო სჭირდება… თავის მართლება ასეთია: ჩვენ გვაიძულებენ ტყუილს!

ფაქტია, უყვართ ადამიანებს ტყუილი და მთელ ცხოვრებასაც მასზე აგებენ.

ცხოვრება კი ერთი მოგონილი ზღაპარია… ზღაპარი, რომელიც არასოდეს არ არის მართალი და ყოველთვის ისე კარგადაც არ სრულდება… ასე რომ, საუკეთესო ფინალსაც არ უნდა ველოდოთ! ან რას უნდა ველოდოთ? დასასრულს ყოველთვის მაყურებლის როლში ვართ!

დაბოლოს… თუ  დაგპირდა, რომ არასოდეს მოგატყუებს, ესე იგი, უკვე მოგატყუა!

…………………………………..

რატომღაც, 1 აპრილთან დაკავშირებით სულ ამ ფილმის „როცა აყვავდა ნუში…“  ერთი პატარა მონაკვეთი, მახსენდება…

მეც მაქვს რამდენიმე შეკითხვა“ჩემს ჩემპიონთან“ ?

ნანობთ?

თუმცა არ იციან, რომ „სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის…“

P.S.  პასუხი იხილეთ შემდეგ პოსტში… ერთი თვის შემდეგ…

დღეს 1 აპრილია!