ტკბილი კო-ბრენდინგი

ტკბილი კო-ბრენდინგი

ტკბილი კო-ბრენდინგი

 

არსებობს პროდუქტი, რომელიც ჩვენს უმრავლესობას ჰქონია და შესაძლოა, ახლაც აქვს… მაგრამ არ დაფიქრებულა, რომ იგი კო-ბრენდინგის ნიმუშს წარმოადგენს. სწორედ ასეთია Android KitKat.

მიუხედავად იმისა, რომ კო-ბრენდინგი დიდი ხანია რაც სიახლეს არ წარმოდგენს, მსგავსი არატიპიური შემთხვევის წყალობით ორივე ბრენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. გავრცელებულ რელიზში Nestle ხაზს უსვამდა, რომ კო-ბრენდინგი მას საშუალებას აძლევდა ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით დაკავშირებოდა თავის მომხმარებელს და წარმოჩენილიყო მათზე მზრუნველ და ინოვაციურ კომპანიად.  რელიზში ასევე აღნიშნული იყო, რომ Google-ის არჩევანი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მის თანამშრომლებს ძალიან უყვართ შოკოლადი.  ამ ინფორმაციის წყალობით Google წარმოჩინდა ისეთ კომპანიად, რომელმაც ისიც კი იცის, თუ რომელი შოკოლადი უყვართ მის თანამშრომლებს ყველაზე მეტად.

ტკბილი კო-ბრენდინგი

სიახლე ძირითადად სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელდა და ერთ-ერთ პოპულარულ ვირუსულ კამპანიაში გადაიზარდა. Google-ის ოფისის წინ აღმართულ Android KitKat-ის ქანდაკებას უმოკლეს ვადაში ათასობით გაზიარება მოჰყვა და რაც მთავარია, ანდროიდის ახალი ვერსიის მილიონობით აქტივაცია მოხდა. ონლაინ აქტივობების გარდა, Nestle-მ 50 მილიონი KitKat-ის სპეციალური შოკოლადის ბატონი გამოუშვა მსოფლიოს 19 ქვეყანაში, რომელთა მეშვეობითაც მრავალი პრიზი (Nexus 7, Google Play-ის კრედიტები და სხვა) გათამაშდა.

ყოველწლიურად კო-ბრენიდნიგის მრავალი კამპანია იმართება, თუმცა Android KitKat-ის კო-ბრენდინგ კამპანია დიდი ხნის განმავლობაში დარჩება, როგორც მაგალითი კრეატიული იდეის, ვირუსული კამპანიის მუხტის, მაღალი ტექნოლოგიებისა და ადამიანური ემოციის საუკეთესო შერწყმისა.