თემა, რომელიც 16 წლისას უნდა დამეწერა და არ დავწერე იმიტომ, რომ საკუთარ გრძნობებზე წერა არ მიყვარდა!

თემა, რომელიც 16 წლისას უნდა დამეწერა და არ დავწერე იმიტომ, რომ საკუთარ გრძნობებზე წერა არ მიყვარდა!

თემა, რომელიც 16 წლისას უნდა დამეწერა და არ დავწერე იმიტომ, რომ წერა არ მიყვარდა!

„ვუძღვნი ჩემს მეგობრებს!“ – 24 წლის შემდეგ.

რა არის სიყვარული? მე რომ მკითხოთ, ძალიან აგირევთ ცხოვრებას თუ არა … ერთ საათს მაინც!

მაგრამ ამჯერად, ვიკიპედიას მოვიშველიებ და აი, რა წერია:
„სიყვარული ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოციაა. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი და ყოველი ღვთიური კანონის არსია. სიტყვა ‘სიყვარული’ შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს -დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“). სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში. ასევე, ყველაზე გავრცელებული თემაა სახვით ხელოვნებაში. სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება. არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება…“
აი, ახლა ნამდვილად დავიბენი!

ჩემზე მეტი უფიქრია და მეტად უგვრძნია ვიკიპედიას… გული დამწყდა!

ბევრი ფიქრი, კითხვა და ლაპარაკი ბავშვობიდან არ მიყვარდა.. უფრო წერით ვიყავი გატაცებული…. სულ ვოცნებობდი და…. საბოლოოდ, სიყვარულისთვის რეალურად ვერ ვიცლიდი!
ბავშვობაში ძალიან მომწონდა მიხეილ ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“. რატომ წავიკითხე? უბრალოდ სკოლაში დამავალეს და მეც შევასრულე…. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ მთავარ პერსონაჟზე – ოფიცერ გრიგორი პეჩორინზე ვიყავი შეყვარებული! იმდენად შემიყვარდა, რომ დავემსგავსე … მართალია, არც შოვინისტი და არც ადამიანების მოძულე გავმხდარვარ, მაგრამ….

თემა, რომელიც 16 წლისას უნდა დამეწერა და არ დავწერე იმიტომ, რომ წერა არ მიყვარდა!

პეჩორინი, რომელიც საოცრად სევდიანად და სინანულით იხსენებდა ხოლმე ოცნებებში დაკარგულ წლებს… მეც მისნაირი გავხდი! ის ბელაზე, მე კი სიყვარულზე შეყვარებული დავრჩი!…
ასე რომ, 16 წლიდან მიყვარს!

მიყვარდა… ასეთი რამ არარსებობს.. ისევ გიყვარს და უბრალოდ ის ანუ სიყვარულის ობიექტი სხვა განზომილებაში – წარსულში ან წარსულის წარსულში (როგორც ფრანგები შორეულ წარსულს უწოდებენ) გადავიდა! როგორც ამბობენ, „წარსულ ჩაბარდა!“ ამიტომ, უბრალოდ არ უნდა ეცადო უკან დაბრუნებას… ან სულაც ამ განზომილებაში – წარსულში ცხოვრებას.. ამისათვის არსებობს მომავალი, მასზე უმაგარესი კი, აწყმო, რომელიც ყველაზე რეალური და ახლობელია! ამიტომ ბევრი არ იფიქროთ წარსულზე და განსაკუთრებით არ ინანოთ… წარსულს მივტირით, იმედით შევყურებთ მომავალს და აწმყო სადღაც გვეკარგება ხოლმე…

და რატომ გამახსენდა მაინც პეჩორინი… როგორც ის, მეც „უბრალოდ დავიღალე!“

„მე უკვე დიდი ხანია გავიარე ის პერიოდი, როცა ცხოვრებაში მხოლოდ ბედნიერებას ეძებენ, როდესაც გული გრძნობს აუცილებლობას, მიყვარდეს მტკიცედ და მგზნებარედ ვინმე. ახლა მინდა მხოლოდ ვუყვარდე, ერთი მუდმივი სითბოც კი საკმარისი იქნებოდა ჩემთვის! ასეთია გულის საცოდავი ჩვევა!“
ახლა კი, ვცდილობ ეს „ოქროს წესები“ დავიცვა, როგორ გამომივა არ ვიცი… თუმცა წესებს ვერ ვემორჩილები! არადა წესები ხომ მისთვის არის მოგონილი, რომ დაარღვიო!

თემა, რომელიც 16 წლისას უნდა დამეწერა და არ დავწერე იმიტომ, რომ წერა არ მიყვარდა!

24 წლის შემდეგ…

მოკლედ:
• აღარ დავხარჯო დრო საკუთარი თავის სიბრალულზე… აღარ განვიცადო, როცა ცუდად მექცევიან! ავიღო პასუხისმგებელობა საკუთარ ქმედებებსა და მათ შედეგებზე. ცხოვრება ხომ ყოველთვის სამართლიანი არაა! ეს ფაქტი უბრალოდ „ცხოვრების გაკვეთილად“ ჩავთვალო და „დავიკიდო!“.
• ვაკონტროლო საკუთარი ქმედებები და ემოციები…
• არ შევუშინდე ცვლილებებს! ზოგჯერ გავრისკო კიდეც!
• აღარ დავხარჯო საკუთარი ენერგია იმაზე, რისი გაკონტროლებაც არ შემიძლია ან არაფერს მაძლევს!
• არ ღირს ყოველთვის და ყველასთან თავის მოწონება! ზოგჯერ კარგია ვინმე თუ ვერ გიტანს!
• არ ვინანო წარსულში დაშვებულ შეცდომებზე! (თუმცა ამას აქამდეც ვასრულებდი!) მივიღო წარსული ისეთი, როგორიც არის და გავაგრძელო ცხოვრება.
• აღარ გავიმეორო საკუთარი შეცდომები!
• მარცხის შემთხვევაში არ დავნებდე! ყოველი განცდილი მარცხი გვაძლევს გაუმჯობესების შესაძლებლობას. ყოველი წარუმატებლობა გვაახლოებს სასურველ მიზანს.
• არ ვინერვულო მარტოობაზე! დავტკბე მარტოობით. მარტოობისას აცნობიერებ წარსულს და აწყმოს და გეგმავ მომავალს. შევძლო, ვიყო ბედნიერი როგორც სხვებთან ერთად, ისე მარტოობაში.
• არავის იმედი მქონდეს! უბრალოდ მოთმინებით დაველოდო შედეგებს.
• ვისწავლო „არას“ თქმა!

ე.წ. „ოქროს წესების“ პირიანობა გარკვეულია … რატომ? არავის არ აქვს უფლება, ვინმეს ჭკუა ასწავლოს როგორ მოიქცეს…

P.S. წასაკითხი მხოლოდ მათთვის, ვინც უბრალოდ (გა)დაიღალა…