თანამედროვე ციფრული ცხოვრების მამოძრავებელი ტრენდები

თანამედროვე ციფრული ცხოვრების მამოძრავებელი ტრენდები

თანამედროვე ციფრული ცხოვრების მამოძრავებელი ტრენდები

ცნობილმა ინტერნეტ-პორტალმა PSFK-მ, რომელიც თანამედროვე ტრენდების სხვადასხვა სახეობებს აშუქებს, გადაწყვიტა მათემატიკურად წარმოეჩინა ციფრულ ეპოქაში მოღვაწე ადამიანის მთავარი საყრდენი წერტილები. მათ ძვირადრირებულ რეპორტში, საინტერესოდაა წარმოჩენილი ის ზედაპირული დაყოფა, რაც მათ საიტზე აღმოვაჩინე – და ვისურვე, თქვენთვის გამეზიარებინა.

ინდივიდთა ზეწოლები თანამედროვე სამუშაო პროცესებში, საოჯახო საქმეებსა და ზოგადად ცხოვრებაში, პორტალის ექსპერტებმა 12 ტრენდად დაყვეს, რომლებიც თავისმხრივ სამ ძირითად მიზანში ერთიანდება და ცხოვრების სხვადასხვა მხარეების გაუმჯობესებას ემსახურება.

ეს სამი თემატიკაა:

  • პროდუქტიულობა და ეფექტურობა
  • ბალანსი და თვითრეალიზაცია
  • პირადი ზრდა-განვითარება

ეს თემატიკები აუცილებელი პირობებია დღევანდელი რეალობის გამოწვევების გადასალახად და ცხოვრების იმ კულტურის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად, რასაც Always-On ჰქვია.

თითოეული თემატიკა, გნებავთ მიზნები, ჩაშლილია ოთხ მიმართულებად, რაც ერთობლივად ქმნის თანამედროვე ცხოვრების წესის 12 ტრენდს.

პროდუქტიულობა და ეფექტურობა – კრეატიული life hack-ები და სერვისები რომლებიც ხალხს ეხმარება გარკვეული პასუხისმგებლობებისგან გასათავისუფლებლად, რათა მათ უკეთ შეძლონ დროის მართვა.

ასოცირებული ტრენდებია:

  1. ყველაფერი მყისიერი – ციფრული აპლიკაციები, წამში გვაკავშირებენ პროდუქტებთან და სერვისებთან ყოველგვარი შეყოვნების გარეშე.
  2. Always-On მხარდაჭერა – სააბონენტო მომსახურეობები სისტემატურად გვეხმარებიან რუტინული პასუხისმგებლობებისგან გასათავისუფლებლად, რათა ძირითად მიზნებს მეტი ყურადღება მივაქციოთ.
  3. პროდუქტიულობის ჰაკინგი – ციფრული ტექნოლოგიები, გვეხმარებიან დღეების ოპტიმიზაციაში, რათა შევძლოთ  ნაკლებ დროში, ნაკლები ძალისხმევით – მეტის გაკეთება.
  4. მიზანშეწონილი შეხამება – სხვადასხვა აპლიკაციები, სოციალურ-ბიზნეს წრეების გაფართოებაში გვეხმარებიან და გვაკავშირებენ ინდივიდებთან, რომლებთანაც საერთო ინტერესები და მოთხოვნილებები გვაქვს.

ბალანსი და თვითრეალიზაცია – ინდივიდები მეტ შინაგან ბალანსს პოულობენ cloud-ის სისტემებთან სინქრონული ცხოვრებისას.

ასოცირებული ტრენდები:

  1. ფოკუსირებული მუშაობა – აპლიკაციები გვაიძულებენ გამოვეთიშოთ ციფრულ სერვისებსა და Always-On ინფორმაციის წყაროებს, რათა სრული ფოკუსირება მოვახდინოთ მიმდინარე საქმეზე.
  2. კონტექსტუალური დახმარება – ცნობილია, რომ ჩვენი მოწყობილობები, უფრო და უფრო ღრმად იჭრებიან ინტიმურ ცხოვრებაში და ამ მომენტებს აღბეჭდავენ. სამომავლოდ, ჭკვიანი სერვისების დამატებით, ისინი, ჩვენი მოთხოვნილებების წინასწარ გამოცნობას შეძლებენ.
  3. სისტემატური აღქმა – ტექნოლოგიები, ჩვენსა და ჩვენი საყვარელი ადამიანების დეტალურ ინფორმაციას აზიარებენ, რაც საშუალებას გვაძლევს, ყოველთვის ვიყოთ ერთმანეთის ცხოვრების, ქცევებისა და მოღვაწეობის საქმის კურსში,  ყოველგვარი გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად.
  4. გაუთვალისწინებელი კავშირები – ახალი სერვისები და ინიციატივები გვეხმარება არსებული სოციალური ჩვევები შევცვალოთ და უცნობებთან დროებითი კავშირები დავამყაროთ.

პირადი ზრდა-განვითარება – მზარდი პლატფორმებისა და მომსახურეობების მრავალფეროვნება, ადამიანებს ეხმარება საკუთარი მიზნების მიღწევის მეთოდები ძირფესვიანად შეცვალონ.

ასოცირებული ტრენდები:

  1. ადაპტირებადი სრულყოფა – ტექნოლოგიური მოწყობილობები ყოველთვის ადევნებენ ჩვენს პირად ინფორმაციას თვალყურს, რათა მოგვაწოდონ საჭირო რჩევები, არსებული ჩვევების გასაუმჯობესებლად, ან სრულიად შესაცვლელად.
  2. მომენტალური მხარდაჭერა – სანამ მივისწრაფით მიზნებისკენ და პირადი მიღწევებისკენ, სერვისები გვეხმარებიან სწრაფად მოვიძიოთ ინფორმაცია, რჩევა და მივიღოთ მოტივაცია ექსპერტებისა, თუ ავტორებისგან.
  3. მიკროსამსახურები – ახალი ნიშებით დახუნძლული სოციალური პლატფორმები, სწორ წრეებთან გვაკავშირებენ, რათა ჩვენი უნარ-ჩვევები, მისწრაფებები, ან ჰობი დამატებითი შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ.
  4. ჰიპერთარგეთინგი სწავლაში – საგანმანათლებლო პროგრამები, მუდამ ადაპტირებადია ახალ რეალობებთან და Always On კულტურასთან. გვთავაზობენ საინტერესო, ადვილად აღქმად ინფორმაციას მცირე დოზებით, რადგან დრო და ყურადღება ძვირად ფასდება.

ეს 12 ტრენდი და მათი ზოგადი 3 თემა დაეხმარება თანამედროვე ადამიანს იცხოვროს, იმუშაოს და უკეთ გაერთოს. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სრული რეპორტი საინტერესო დეტალებს და შემოთავაზებებს შეიცავს ინდივიდებისა და ბიზნესების განვითარებისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ეს დაყოფაც თვალნათლივ წარმოაჩენს ციფრული ეპოქის ახალ რეალობებს.