სამშაბათი
ივლ272016

აზრები გვირაბიდან

აზრები გვირაბიდან

დამქაცველი, ემოციური და ძალიან ცხელი დღე იყო ნამდვილად. მიხარია რომ ჩამთვარდა. დილიდან ვღელავდი, შესაბამისად, ადრეც გავიღვიძე და დამეწყო ფიქრები. კონკრეტულად რაზე ვფიქობდი არ მახსოვს. იმიტომ, რომ ჩემი აზრები ჩემთვისვე გაუგებარი აღმოჩნდა რაღაც მომენტიდან, ეს მომენტიც არ მახსოვს. განწყობის შექმნას ვცდილობდი – “აი ესეც ჩამთვარდეს და მერე ხომ უბრალოდ დავისვენებ და არაფერი მექნება სადარდებელი.” თან მაინც ვღელავდი. […]

დაწვრილებით...

ოთხშაბათი
ივლ272016

საკუთარ თავზე მუშაობა ხელოვნების სახელით

საკუთარ თავზე მუშაობა ხელოვნების სახელით

  ყველაფერი თებერვალში დაიწყო, როცა თუმანიშვილის თეატრში შუქ-ჩრდილის ულამაზეს წარმოდგენას დავესწარი. იტალიური თეატრის მსახიობები კარავაჯოს ცნობილ ტილოებს განათებისა და ფერადი ტანსაცმლის მეშვეობით აცოცხლებდნენ. იქ შემხვდა დიდი ხნის უნახავი ბატონი გია ბუღაძე. მითხრა, თსუ-ში ისევ ვკითხულობ ლექციებს და გამიხარდება, თუ მოხვალო. ძალიან მესიამოვნა. მთავარი იყო, რომ ორშაბათს 14:00 არ დამვიწყებოდა. მოვიდა ორშაბათი. სამსახურის თათბირიდან მივედი, დაქანცული […]

დაწვრილებით...

ხუთშაბათი
აპრ272016

ჩემი ოთახი

ოფისი. პირველი რა მოგვდის თავში ამ სიტყვაზე? როცა ლინქდინზე ეს კითხვა დავსვი, პასუხების უმეტესობა, ხუმრობით თუ სერიოზულად, “ჟალუზები” და “გარემო” აღმოჩნდა. როგორც ამ მინიკვლევისგან დასტურდება, ოფისი ჩვენთვის უფრო ფიზიკური განსაზღვრების მატარებელია, ვიდრე არამატერიალური და, მაგალითად, შემოქმედებითი მნიშვნელობის. ის, თუ როგორ ვსაუბრობთ სამუშაო გარემოზე, მეტყველებს ჩვენზე, ჩვენს კმაყოფილებასა და სამსახურისადმი დამოკიდებულებაზე. ახლა მეორე თემა: რატომ ნაკლებად ასოცირდება ოფისი შემოქმედებითობასთან? ჩემი აზრით, ამ კითხვის პასუხი, ნაწილობრივ, პირველ აბზაცში უნდა ვეძებოთ. ყველაფრის თავი და თავი ის გარემო და ჩვენ გარშემო არსებული რეალობაა, რომელიც დაგვახვედრეს და სადაც მუშაობა გვსიამოვნებს ან გვიწევს. ამასთან ერთად, ყველას შემოქმედებითი სამსახური/სამუშაო არ გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. არაკრეატივშიკული საქმიანობის ადამიანები რუტინულ ოთხ კედელში უნდა ისხდნენ. უბრალოდ, მჯერა, რომ ოფისი უნდა იყოს იქ მომუშავეთა ინტერესებზე(ც) მორგებული და არა მხოლოდ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, რადგან საქმეს აკეთებს (უნდა აკეთებდეს) ყველა. ასე და ამგვარად, კიდევ ერთი კითხვა დავდე ლინქდინზე და ამჯერად უკვე ფეისბუკზე: როგორ ოფისში მუშაობას ისურვებდით? რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ყველაზე ნაკლებად შემხვდა გუგლის და ფეისბუკის ოფისების მსგავსი პასუხები. კომენტარების ავტორთა უმრავლესობა უმარტივეს დეტალებს ითხოვს: ნათელ ინტერიერს, ფანჯრებს, სიმწვანეს და კარგ სავარძელს. ანუ რეალურად არაფერს, გარდა ბუნებრივი სამუშაო გარემოსა, რასაც ისედაც ვესწრაფით. რაც შეეხება ზე კომფორტულ ოფისს, ათასნაირი სიფუმფულით, თავშესაქცევით და ა.შ. ამაზე პასუხს დამოუკიდებლად გაგცემთ: ყველაფერი კარგია, რაც ყურადღებას არ გიფანტავს და მუშაობის სურვილს აღგიძრავს და არაფერი ვარგა, რაც გთენთავს და პოტენციალს გიკლავს. ახლა კი კითხვა, რომელიც სათაურში გამოვიტანე და გამიხარდება, თქვენს აზრსაც თუ მოვისმენ: როგორი ოფისი გინდათ?

  ჩემი ოთახი ისეთი მყუდროა, ზოგჯერ მგონია, რომ აქ მოხვედრისას ვუჩინარდები. ჩემი ოთახი იმდენად პატარაა, რომ მე დავუმეგობრდი კუებს და ლოკოკინებს. ჩემი ოთახის დახატვა რომ გადავწყვიტე, ვფიქრობდი, სკამი რომელ კუთხეში დამედგა, რომ იმ რაკურსიდან დამეხატა და მერე გამახსენდა: ჩემი ოთახი ჩემი არ არის, ნაქირავებია. ჩემი ოთახი ტანსაცმლის, წიგნების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ნახატების იმდენად ქაოსური ნაზავია, […]

დაწვრილებით...

პარასკევი
აპრ272016

მინდა შევქმნა რაიმე ღირებული

მინდა შევქმნა რაიმე ღირებული

ჩემი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდის გარდა (როცა თანამემამულე დახრჩობას გადავრჩინე და კიდევ რამდენიმე), რთული გასახსენებელია, გამიკეთებია ან შემიქმნია თუ არა რაიმე ღირებული. მათ შორის, ჩემი ცოტაოდენი უნარი. ვფიქრობ, რომ სიმაღლის გარდა მისითაც გამოვირჩევი. ის მუდამ ნაკლებ ღირებული და არასაჭირო რაიმეების შექმნას ემსახურებოდა. მოკლედ, ღამით რომ გამაღვიძონ და მკითხონ – შემიქმნია თუ არა რაიმე ღირებული, ვუპასუხებ, რომ […]

დაწვრილებით...

პარასკევი
აპრ272016

„თუ დაგპირდა, რომ არასოდეს მოგატყუებს, ესე იგი უკვე მოგატყუა!” – დღეს 1 აპრილია!

დღეს 1 აპრილია!

  დღეს პირველი აპრილია?! – თუ არ გჯერა, უნდა დაიჯერო, სწორედ ამაშია ამ დღის ხიბლი… თუმცა, პოსტის წერისას ხიბლში არ ჩავვარდნილვარ…   ეს არის ის გამონაკლისი დღე, როდესაც ტყუილი არ მაღიზიანებს, უფრო მეტიც, მართობს და მეც მისი გავლენის ქვეშ ვექცევი! ეს რთული საქმე ზოგჯერ „წარმატებით“ გამოგვდის, თუმცა ხშირად „გათამაშების“ მსხვერპლი თავად ვხვდებით. ამ „შეჯიბრში“ გამარჯვებული „ბარონ […]

დაწვრილებით...

საუკეთესო სტატიები