ორშაბათი
მაი272017

შეხება არის ურთიერთობა

შეხება

  შეხება შესაძლებლობას გვაძლევს, შევაფასოთ ჩვენ გარშემო არსებული საგნების ფორმა, ზომა, ზედაპირის თავისებურება… ვიგებთ სირბილეს, სიმყარეს, სიმშრალეს, სინოტივეს და ტემპერატურას. ვხვდებით მათ სივრცეში მდებარეობას და გადაადგილებას. ეს ყველაფერი რეცეპტორების – მგრძნობიარე ნერვული წარმონაქმნების წყალობით ხდება, რომელიც ჩვენივე კანშია „ჩამონტაჟებული“. გარდა ფიზიოლოგიური თავისებურებისა, შეხებას საკმაოდ საინტერესო ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს. ხშირად ის ადამიანის „პატარ-პატარა საიდუმლოებების“ ინდიკატორიცაა (ალბათ […]

დაწვრილებით...

სამშაბათი
აპრ272017

კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ PR კრიზისის დროს

კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ PR კრიზისის დროს

  ნებისმიერი კომპანია, მისი მასშტაბის მიუხედავად, კრიზისის წინაშე შეიძლება დადგეს. ცხოვრების ტემპის აჩქარებისა და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, კრიზისების წარმოშობის ალბათობა განსაკუთრებულად გაიზარდა. მათთან გამკლავებას კი სხვადასხვა დონის მენეჯერები თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ხშირად სხვა, წარუმატებელ „ქეისებზე“ დაყრდნობით სწავლობენ. ამასთან, შემუშავებულია ის გზები, რაც კომპანიას მდგომარეობიდან მოკლე დროში გამოიყვანს: ამისათვის კი აუცილებელი პირობა კრიზისზე მყისიერი რეაგირებაა, […]

დაწვრილებით...

სამშაბათი
აპრ272017

პაციენტები პაციენტებისთვის – ქმედებები, რომლებიც ცვლის რეალობას!

პაციენტები პაციენტებისთვის - ქმედებები, რომლებიც ცვლის რეალობას!

  ამ პოსტის თემა ჩემი მადრიდში ვიზიტია. 2013 წლიდან ვმუშაობ ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებაზე, რომელიც მიმართულია სხვადასხვა იშვიათი დაავადებისა და ასევე ძუძუს კიბოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ. ძირითადი გამოწვევა, რაც ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა, დაავადებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მთელ მსოფლიოში ხელისუფლება და მათ შორის ჯანდაცვის სტრუქტურები რეაგირებენ იმ საკითხებზე, რომლის მიმართ მოქალაქეების ინტერესი მაღალია. საერთაშორისო […]

დაწვრილებით...

ოთხშაბათი
აპრ272017

საქმიანი ადამიანების სიმპტომი – უძილობა

საქმიანი ადამიანების სიმპტომი - უძილობა

  დაღლილობა, უხასიათობა, სისუსტე, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები – ეს და კიდევ ბევრი სხვა სიმპტომი უძილობას ახლავს თან. ერთი შეხედვით უწყინარმა და უამრავი ადამიანისათვის წესად ქცეულმა უძილობამ, უდიდესი ზიანი შეიძლება მოგვაყენოს. ცხოვრების რიტმის აჩქარებასთან ერთად, ბევრისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სამსახურის შემდეგ სახლში მუშაობა. “იქნებ საღამოს ცოტა კიდევ ვიმუშავო და არ გავცდე დედლაინებს„ – ამ ფრაზას, როგორც […]

დაწვრილებით...

ორშაბათი
აპრ272017

Apple Clips – პასუხი Instagram-ისა და Snapchat-ის ვიდეოებს

Apple Clips - პასუხი Instagram-ისა და Snapchat-ის ვიდეოებს

  კრეატივი გაზიარების გარეშე არაფერია, სოციალური მედიის მომხმარებლებზე უკეთ ეს არავინ იცის. ყველას გაგვაჩნია პატარა (ან სულაც ბუმბერაზი) კრეატიული პოტენციალი, მაგრამ პრობლემა, როგორც წესი, თავად განხორციელების ეტაპზე იქმნება. ამიტომაც ვერ ვართ ალბათ ყველანი პროფესიონალი ფოტოგრაფები, მუსიკოსები და მხატვრები. მაგრამ როდესაც ინსტრუმენტს ამარტივებ და ხელმისაწვდომს ხდი, ეს უძლეველი წინაპირობაც ნელ-ნელა ინგრევა. ამის კარგი მაგალითი იყო ბოლო […]

დაწვრილებით...

საუკეთესო სტატიები