ზურა ბალანჩივაძე

19/05/2017
სტამბოლი

მონოქრომული სტამბოლი

სტამბოლი პირველი ადგილია, რომელიც ჩემთვის თავისუფლებას უკავშირდება. ერთ დროს მსოფლიოს ცენტრი და მეორე რომი, დღესაც ძალიან მაგარი და მრავალფეროვანი ქალაქია. ვინც ყოფილხართ, ალბათ, დამეთანხმებით. თუმცა, ბოლოდროიდნელი მოვლენების შემდეგ, […]
16/02/2017
როგორ იქცევა აზრი დგომად

როგორ იქცევა აზრი დოგმად

2004 წელს, როცა ჩვენი იუბილარი ფეისბუკი (რამდენიმე დღის წინ 14 წლის გახდა) იქმნებოდა, მარკი, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, თუ მისი “ნაჩალიჩარი” სოციალური ქსელი ოდესმე მსოფლიოში აზრთა ომების […]
06/01/2017
ჩემი საშობაო მუსიკა

ჩემი საშობაო მუსიკა

  2017 წლის წინ, როცა ქრისტიანთა რწმენით მაცხოვარი იშვა შინაური ცხოველების ბაგაში, მასთან ერთად გაჩნდა კიდევ ერთი, არანაკლებ დიდი ძალა – იმედი. იმედი იმისა, რომ ყველაფერი […]
18/10/2016
დიალოგის ფსიქოლოგია (ნაწილი I)

დიალოგის ფსიქოლოგია (ნაწილი I)

  როგორია, როცა გსურს, ორი ისეთი მხარე ერთად დასვა და ალაპარაკო, რომელმაც ერთმანეთის შესახებ წესიერად არაფერი იცის და ერთმანეთთან სისხლიანი წარსული აკავშირებს? 29 წლის სოციალური ანთროპოლოგიის […]
06/07/2016
საკუთარ თავზე მუშაობა ხელოვნების სახელით

საკუთარ თავზე მუშაობა ხელოვნების სახელით

  ყველაფერი თებერვალში დაიწყო, როცა თუმანიშვილის თეატრში შუქ-ჩრდილის ულამაზეს წარმოდგენას დავესწარი. იტალიური თეატრის მსახიობები კარავაჯოს ცნობილ ტილოებს განათებისა და ფერადი ტანსაცმლის მეშვეობით აცოცხლებდნენ. იქ შემხვდა დიდი […]
28/04/2016
ოფისი. პირველი რა მოგვდის თავში ამ სიტყვაზე? როცა ლინქდინზე ეს კითხვა დავსვი, პასუხების უმეტესობა, ხუმრობით თუ სერიოზულად, “ჟალუზები” და “გარემო” აღმოჩნდა. როგორც ამ მინიკვლევისგან დასტურდება, ოფისი ჩვენთვის უფრო ფიზიკური განსაზღვრების მატარებელია, ვიდრე არამატერიალური და, მაგალითად, შემოქმედებითი მნიშვნელობის. ის, თუ როგორ ვსაუბრობთ სამუშაო გარემოზე, მეტყველებს ჩვენზე, ჩვენს კმაყოფილებასა და სამსახურისადმი დამოკიდებულებაზე. ახლა მეორე თემა: რატომ ნაკლებად ასოცირდება ოფისი შემოქმედებითობასთან? ჩემი აზრით, ამ კითხვის პასუხი, ნაწილობრივ, პირველ აბზაცში უნდა ვეძებოთ. ყველაფრის თავი და თავი ის გარემო და ჩვენ გარშემო არსებული რეალობაა, რომელიც დაგვახვედრეს და სადაც მუშაობა გვსიამოვნებს ან გვიწევს. ამასთან ერთად, ყველას შემოქმედებითი სამსახური/სამუშაო არ გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. არაკრეატივშიკული საქმიანობის ადამიანები რუტინულ ოთხ კედელში უნდა ისხდნენ. უბრალოდ, მჯერა, რომ ოფისი უნდა იყოს იქ მომუშავეთა ინტერესებზე(ც) მორგებული და არა მხოლოდ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, რადგან საქმეს აკეთებს (უნდა აკეთებდეს) ყველა. ასე და ამგვარად, კიდევ ერთი კითხვა დავდე ლინქდინზე და ამჯერად უკვე ფეისბუკზე: როგორ ოფისში მუშაობას ისურვებდით? რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ყველაზე ნაკლებად შემხვდა გუგლის და ფეისბუკის ოფისების მსგავსი პასუხები. კომენტარების ავტორთა უმრავლესობა უმარტივეს დეტალებს ითხოვს: ნათელ ინტერიერს, ფანჯრებს, სიმწვანეს და კარგ სავარძელს. ანუ რეალურად არაფერს, გარდა ბუნებრივი სამუშაო გარემოსა, რასაც ისედაც ვესწრაფით. რაც შეეხება ზე კომფორტულ ოფისს, ათასნაირი სიფუმფულით, თავშესაქცევით და ა.შ. ამაზე პასუხს დამოუკიდებლად გაგცემთ: ყველაფერი კარგია, რაც ყურადღებას არ გიფანტავს და მუშაობის სურვილს აღგიძრავს და არაფერი ვარგა, რაც გთენთავს და პოტენციალს გიკლავს. ახლა კი კითხვა, რომელიც სათაურში გამოვიტანე და გამიხარდება, თქვენს აზრსაც თუ მოვისმენ: როგორი ოფისი გინდათ?

ჩემი ოთახი

  ჩემი ოთახი ისეთი მყუდროა, ზოგჯერ მგონია, რომ აქ მოხვედრისას ვუჩინარდები. ჩემი ოთახი იმდენად პატარაა, რომ მე დავუმეგობრდი კუებს და ლოკოკინებს. ჩემი ოთახის დახატვა რომ გადავწყვიტე, […]
09/12/2015
გენერატორი 9,8

გენერატორი 9,8

  „When I rest, I rust“ – ეს პლასიდო დომინგოს ცნობილი გამოთქმაა, რომლის ძალითაც დიდი მაესტრო უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, სცენაზე დგას და არა მხოლოდ მღერის, […]
04/12/2014

სოციალური მედიის კლასგარეშე საკითხავი

2008 წელს, როცა „ოდნოკლასნიკები“ ქართველი (და არა მხოლოდ) მოსახლეობის ერთ-ერთი უდიდესი თავშესაქცევი იყო, გავხსენი ჩემი პირველი ბლოგი. მაშინ ფეისბუკს ფესვები მსოფლიო მასშტაბით არ გაედგა. მეც ვწერდი […]