ოთხშაბათი
ივნ272016

სტრატეგია თუ ქაოსი

სტრატეგია თუ ქაოსი

 

სტრატეგიაზე დაფუძნებული მართვა – ეს არის მმართველობის სტილი, როდესაც:

– მენეჯერები და თანამშრომლების გუნდი ერთად შეიმუშავებენ კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს;
– გუნდის წევრები განსაზღვრავენ თუ რა ამოცანები უნდა შეასრულონ დასახული მიზნების მისაღწევად;
– ერთობლივად შეიმუშავებენ კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც მოხდება შედეგების და გუნდის წევრების კონტრიბუციის შეფასება;
– გუნდის წევრები გაინაწილებენ პასუხისმგებლობას, თუ ვინ რა წვლილი უნდა შეიტანოს დასახული სტრატეგიული მიზნის მიღწევაში;
– გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მენეჯერები და გუნდის წევრები ერთობლივად შეაფასებენ რა გააკეთეს ამ პერიოდის მანძილზე, რას მიაღწიეს და რას ვერ მიაღწიეს, რატომ ვერ მიაღწიეს და დასახავენ შემდგომ ნაბიჯებს;
– მიზნის წარმატებით მიღწევის შემდგომ ერთად აღნიშნავენ ამ მიღწევებს.

სტრატეგია თუ ქაოსი

ქაოსი ორგანიზაციაში – ეს არის მდგომარეობა, როდესაც:

– თანამშრომლების გუნდისთვის გაურკვეველია / უცხოა კომპანიის სტრატეგიული მიზნები;
– თანამშრომლებმა არ იციან საით მიდის მათი ნავი და საით მოუსვან ნიჩბები, შესაბამისად, ისინი ასრულებენ უფროსის მიერ ყოველდღიურად გაცემულ დავალებებს;
– არ გააჩნიათ კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეაფასებენ საერთო შედეგს და საკუთარ წვლილს ამ შედეგში;
– არ გააჩნიათ პერსონალიზირებული პასუხისმგებლობა, შესაბამისად, თუ საქმე კარგად მიდის, ყველა თავის დამსახურებად თვლის ამას, ხოლო თუ საქმე ცუდად მიდის, ვერასოდეს გაარკვევთ ეს ვისი ბრალია;
– იმის გამო, რომ არ არსებობს სტრატეგია, ვერ ხდება შედეგების პერიოდული შეფასება და არსებული მდგომარეობის შედარება იდეალურ მიზანთან;
– არ ხდება წარმატების ერთობლივად აღნიშვნა, იმიტომ რომ წარმატება არ მოდის – ირგვლივ ქაოსია 🙂

სტრატეგია თუ ქაოსი

სტრატეგიაზე დაფუძნებული მართვის სტილის მქონე ორგანიზაციის მენეჯმენტი და თანამშრომლები არიან გაცნობიერებული არჩევანის მქონე არმიის გენერალი და ჯარისკაცები. ბრძოლას ხან წააგებენ, ხან მოიგებენ, მაგრამ ყოველთვის იციან რა დაკარგეს და რა შეიძინეს, რის ფასად და ვისი წყალობით. შესაბამისად მათი მარცხიც კი ხშირ შემთხვევაში ხდება ახალი ბრძოლების და გამარჯვების საწინდარი.

ქაოსში მცხოვრები და მომუშავე ხალხი კი მუდმივად აგებს, თან ისე, რომ ვერ ხვდებიან ზუსტად რა დაკარგეს, რატომ და რის ფასად დაუჯდათ ეს წაგება. მათ ხომ ისიც კი არ იციან საით მიდიან. ასე რომ, რაც არ უნდა მოხდეს, გზაც კი არ აებნევათ – ირგვლივ ხომ მხოლოდ ქაოსია…

ეხლა კი დაფიქრდით – საით მიდიხართ?

თუ არ გინდათ რომ გზა აგებნეთ და ბევრი იწვალოთ, მაშინ ქაოსს შეუერთდით, ერთხელ საფუძვლიანად დაიკარგეთ და მერე ვეღარც კი მიხვდებით რა ხდება თქვენ თავს.

ხოლო თუ მებრძოლი ხართ, მაშინ იბრძოლეთ – გზას აცდით, წააგეთ, მერე ისევ იპოვეთ სწორი გზა და მოიგეთ! მთავარია, ბოლოს წარმატების ხმაურიანად აღნიშვნა არ დაგავიწყდეთ!

 


თამარ მაჭავარიანი,
უფროსი კონსულტანტი
Share Button

საუკეთესო სტატიები