თეკლა ყიფიანი



ხუთშაბათი
აპრ272016

ახალი ჰობი 25 წლის ასაკში და თანაც სეზონის ბოლოს მაინც აღმოვაჩინე

გადავწყვიტე შაბათ -კვირა მთლიანად დავუთმო თავისუფლებას.

  ახალი ჰობი მოგვიანებით, 25 წლის ასაკში და თანაც სეზონის ბოლოს მაინც აღმოვაჩინე – სრიალი… წელს პირველად ვისრიალე გუდაურში. ხშირად მქონდა სურვილი, თუმცა რატომღაც არასდროს წავსულვარ. ჩემი ახალი ინტერესის გაჩენა სრიალისადმი რეალურად ჩემი გადაწყვეტილების ბრალია – გადავწყვიტე, შაბათ -კვირა მთლიანად დავუთმო თავისუფლებას. არანაირი მუშაობა, არანაირი კომპიუტერთან 10 საათიანი ჯდომა, არანაირი სახლში დარჩენა, ნაკლები სიგარეტის კვამლში […]

დაწვრილებით...

სამშაბათი
თებ272016

საოცარი სურვილი მაქვს არაფერის კეთების

საოცარი სურვილი მაქვს არაფრის კეთების...

  ზოგჯერ, ჩვენი ცხოვრება რუტინულ დღეებში გადაიზრდება ხოლმე და ვისტრესებით. ხანდახან, რაც ზოგისთვის რუტინად აღიქმება, შეიძლება, სხვისთვის რუტინა სულაც არ იყოს, მაგრამ როცა ადამიანი ამას ტვინის ერთ რომელიმე წერტილში დაუშვებს, ითრევს და თავი ოფისის ვირთხა გონია. ხანდახან ძალიან ვიღლები ყოველდღე ერთ ადგილას ჯდომით. ამ აზრებს შეყოლილი ფანჯრის ფარდა-ჟალუზს ავწევ და უშველებელ ურბანულ შენობას ვუყურებ. იქ თითქოს […]

დაწვრილებით...

ორშაბათი
ოქტ272015

“უნდა”

უნდა

გვინდა ეს თუ არა, გარემო და ადამიანები ხშირად გვაიძულებენ რაღაცას. ჩემი ბლოგპოტიც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება –  როგორ ამოვაგდე ლექსიკონიდან “უნდა”. ეს ნაწილაკი წინადადებაში ძირითადად ვალდებულებას, აუცილებლობას გამოხატავს. მაგალითად: ” მე უნდა დავწერო პოსტი”. ჩემი რჩევაა ეცადოთ, არასოდეს გააკეთოთ რამე იმიტომ რომ “უნდა” გააკეთოთ, რადგან ასეთ “უნდა”-ში ყოველთვის არის სიყალბე. სიყალბე, რომელიც ყოველთვის თან გამოგყვებათ და საკუთარი “მე” შეკითხვების დასმას […]

დაწვრილებით...

პარასკევი
აგვ272015

tattoo – თავისუფლება, პოზიცია, ხელოვნება, ემოცია და ∞

tattoo - თავისუფლება, პოზიცია, ხელოვნება, ემოცია და ∞

  ყველა ადამიანისთვის ტატუ სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია. ზოგიერთისთვის ეს არის ისტორია, ზოგისთვის ხელოვნება, ზოგისთვის პოზიცია, ზოგისთვის ემოცია, ზოგისთვის იუმორი, ზოგისთვის ყველაფერი ერთად, ერთ სხეულზე და ასე, დაუსრულებლად შეიძლება ადამიანის სხეულზე აღმოჩნდეს ყველა ის სიმბოლო, ან ტექსტი, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ტატუს გაკეთებამდე ადამიანები ძალიან ბევრს ფიქრობენ იმაზე, რომ ის, რაც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაჰყვეს, […]

დაწვრილებით...

ხუთშაბათი
აპრ272015

ერთი ფრაგმენტი მისი ცხოვრებიდან..

ერთი ფრაგმენტი მისი ცხოვრებიდან..

მითხრა ხუთი ლარიო.  ჯიბიდან ბოლო ფული ამოვიჩხრიკე. თორმეტი ლარიდან ხუთი ლარი მას მივეცი, შემდეგ კი გზას გავუყევი.  სიცივე იყო, ღრუბელი ცაზე, მაგრამ არ წვიმდა, ქარი ატანდა ძვლებში, ერთი ხელით პალტოს ჯიბიდან პალტოსვე ვიჭერდი, მეორე ხელი კი გამილურჯდა. გამეყინა. ოდნავ დამსკდარიც მქონდა, მეწვოდა, თუმცა ხელში დიდი ყვავილი მეჭირა და ვერაფერს ვიზამდი. გამოუძინებელსა და  ფიქრებში გართულს, აზრადაც არ […]

დაწვრილებით...

გვერდი 1 სულ 212

საუკეთესო სტატიები