თამარ მაჭავარიანი



ხუთშაბათი
მარ272017

ტენდერს ვაკეთებ …

ტენდერს ვაკეთებ ...

  10 თებერვალს სამი წელი შესრულდა, რაც კითხვაზე „რას საქმიანობ? “ გარდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პასუხისა – „პროექტებს ვმართავ და ინსტიტუციონალური განვითარების სტრატეგიებს ვაყალიბებ“ ვაყოლებ ერთ ასეთ ფრაზას: „და კიდევ ტენდერებს ვაკეთებ.“ ალბათ თქვენც, ისევე როგორც ჩემთვის კითხვის დამსმელთა უმეტესობამ, ვერაფერი გაიგეთ, ამიტომ მინდა პატარა ისტორია მოგიყვეთ. ბევრი წლის განმავლობაში, ჩემს ყოფილ სამსახურებში, მე ვიყავი სერვისის […]

დაწვრილებით...

პარასკევი
თებ272017

ცვლილებების მენეჯმენტი

ცვლილებების მენეჯმენტი

  ამ ბოლო დღეებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულმა პრობლემებმა უამრავ „ბინძურ საცვალთან“ ერთად ერთი ისეთი პრობლემა გამოამზეურა, რომელზეც დღეს საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს. იმიტომ, რომ ეს თემა არც პოლიტიკურად და არც სოციალურად არ არის მომგებიანი და ასევე, ამ პრობლემას საქართველოში ნაკლებად იცნობენ. ზუსტად ამ პრობლემაზე მინდა გიამბოთ, რომელსაც „ცვლილებების მართვა“ ან თუ გნებავთ „ცვლილებების უმართავობა“ […]

დაწვრილებით...

ოთხშაბათი
თებ272017

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების

ამბობენ, რომ კბილები ენის წინ იმიტომ არის, რომ ენა არ გვისწრებდეს წინ, თუმცა… ჭკვიანი და გაწონასწორებული ადამიანები უჭკუო და გაუწონასწორებელი ადამიანისაგან იმით განსხვავდებიან, რომ პირველნი ჯერ ფიქრობენ და მერე ამბობენ, მეორეს კი ენა უსწრებთ კბილების წინ. ხანდახან ადამიანები დაუფიქრებლად და იმპულსურად ვტკენთ ერთმანეთს გულს, პირში მივახლით რა შეულამაზებელ, მწარე სიმართლეს ან დაუფიქრებლად ვამბობთ ისეთ რამეს, […]

დაწვრილებით...

პარასკევი
დეკ272016

კარგად, სწრაფად და იაფად!

კარგად, სწრაფად, იაფად!

  იყო დრო, როცა მე თვითონ ვიყავი შემსყიდველი. ეხლა დადგა დრო, როცა ვარ მომსახურების მიმწოდებელი. საკონსულტაციო ბიზნესში ჩავერთე. მთელი გულით, სულით და მონდომებით ვმუშაობ, რომ ჩემს დამკვეთს მივაწოდო მაღალი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურება. პროექტს რომ ვიწყებ აზარტში შევდივარ, კლიენტ ორგანიზაციას საკუთარ ორგანიზაციად აღვიქვავ და შესაბამისად ტყავიდან ვძვრები, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებები მოვუფიქრო. მათი წარმატება ჩემი წარმატება ხდება, […]

დაწვრილებით...

სამშაბათი
ნოე272016

კულტურა მიირთმევს სტრატეგიას საუზმედ

კულტურა მიირთმევს სტრატეგიას საუზმედ

  ორგანიზაციული კულტურა ეს არის ქცევის, აზროვნების, შეგრძნებების და რწმენის ერთობლიობა. ამბობენ, რომ ორგანიზაციული კულტურა მიირთმევს სტრატეგიას საუზმედ. ამბობენ, რომ ეს ფრაზა პიტერ დრაკერმა, ამერიკელმა ცნობილმა მართვის კონსულტანტმა, განმანათლებელმა და ავტორმა თქვა. იმასაც ამბობენ, რომ მას ეს არ უთქვამს – „ჩაუდეს“. თუმცა მიუხედავად იმისა, თუ ვინ თქვა ფრაზა, მე მისი მჯერა  დამკვეთებთან მუშაობის ჩემმა […]

დაწვრილებით...

გვერდი 1 სულ 6123...ბოლო გვერდი »

საუკეთესო სტატიები