ეკატერინე ჯოჯუა



ორშაბათი
თებ272016

რეალურად, არ არსებობს საზღვრები, რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!

რეალურად, არ არსებობს საზღვრები, რეალურად, ყველას ყველაფერი შეუძლია!

  ცოტა ხნის წინ,  მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაზე მიმიწვიეს. რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის ექსპერიმენტული სპექტაკლი “ფიროსმანი – ზმანება” გადიოდა. წინასწარ შემეძლო მევარაუდა, რომ წარმოდგენა განსაკუთრებული იქნებოდა, რადგან ვიცოდი, მასში მსახიობებთან ერთად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები მონაწილეობდნენ. თუმცა, რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა! ეს იყო მოგზაურობა ფიროსმანის ნახატებში და მაყურებელი ფიროსმანის ზმანებაში აღმოვჩნდით. სპექტაკლი ყოველგვარი მექანიკის გარეშე მაყურებლის წინაშე […]

დაწვრილებით...

პარასკევი
დეკ272015

კინო, რომელიც კვალს ტოვებს

კინო, რომელიც კვალს ტოვებს

“ნებისმიერ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ძვირია კულტურული პროექტების დაფინანსება, მაგრამ უფრო ძვირი ჯდება ისეთი რაღაცეების პრევენცია, რაც უკულტურობას მოაქვს” – სრულიად ვეთანხმები ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის დირექტორის, პაველ პოტორიჩინის ამ მოსაზრებას. საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უკვე მეორე წელია საქართველოს 110 სოფლის 200 საჯარო სკოლაში წარმატებით ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“. უნდა ვაღიარო, პროექტში მონაწილე სოფლების უმრავლესობის სახელწოდება აქამდე […]

დაწვრილებით...

ხუთშაბათი
ოქტ272015

ჩვენ ვართ ჩვენივე არჩევანი

ჩვენ ვართ ჩვენივე არჩევანი

  მაღიზიანებს, როდესაც ადამიანები სხვების შეხედულებებს არ სცემენ პატივს. უმრავლეს შემთხვევაში, თუ საკუთარი შეხედულება არ ემთხვევა სხვისას, გვგონია, რომ  საპირისპირო აზრის მქონე ადამიანი არასწორია. გვიჭირს დავუშვათ, რომ შესაძლოა ვცდებით და ვაღიაროთ  საკუთარი სისუსტეები. ეს ცხოვრებისეული კანონზომიერებაა. ეს ის თვისებაა, რომელიც არ მომწონს და ყველაზე მეტად მაღიზიანებს როგორც საკუთარ, ასევე სხვის შემთხვევაში. ადამიანი საკუთარ თავს გამოხატავს […]

დაწვრილებით...

ოთხშაბათი
აგვ272015

შეხედულებების თავისუფლება

შეხედულებების თავისუფლება

  არსებობს  ბევრი რამ, რაც ვიცით ან გვგონია, რომ კარგად ვიცით. მაგალითად, ვიცით, რომ დედამიწა მრგვალია, რომ ღამით ბნელა ან ზაფხულში ცხელა. ასევე ვიცით, რომ ვიტამინი C სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. კარგია თუ ვიცით, როგორ გავუფრთხილდეთ ორგანიზმს და როგორია უსაფრთხო სექსი. ყოველივე ამის ცოდნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთდროულად სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ვართ. ვგულისხმობ გეოლოგიას, […]

დაწვრილებით...

ხუთშაბათი
მაი272015

თვითრეალიზაციის მოტივაცია

თვითრეალიზაციის მოტივაცია

მოტივაცია მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან  «მოტივი», რომელიც გულისხმობს რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზებს. ეს ის ჯადოსნური რამ არის, რომელიც საქმიანობისაკენ საკუთარი თავის, ან სხვა პირების სტიმულირებას განაპირობებს. ადამიანებზე გამიზნული ზემოქმედების აუცილებლობა ცნობილი იყო გაცილებით ადრე, ვიდრე სიტყვა «მოტივაცია» ლექსიკაში გაჩნდებოდა. ჯერ კიდევ ძველ დროს, გავლენის მოსახდენად, იყენებდნენ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას. XIX საუკუნის ბოლომდე მეფეები ადამიანებზე […]

დაწვრილებით...

გვერდი 1 სულ 212

საუკეთესო სტატიები