#Soufestival #მეგავხვდი სივრცე

#Soufestival #მეგავხვდი სივრცე

#Soufestival #მეგავხვდი სივრცე

 

დაახლოებით ერთი თვის წინ, სადღაც შემთხვევით წავაწყდი ნიუსს ან რომელიღაც ჩემმა ფეისბუქ მეგობარმა გამიზიარა (ზუსტად ვერ ვიხსენებ).

ნიუსის შინაარსი იყო შემდეგი:
„პირველად საქართველოში ჩატარდება აუდიო-ვიდეო ვიზუალი.“

ჩამოვუყევი არტისტების სიას.

RYOJI IKEDA, ALVA NOTO…

დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი.

ეს ის ადამიანები არიან, ვისზეც აკადემიაში სწავლის პერიოდში ლექციებს მიკითხავდნენ და მიხსნიდნენ, თუ რატომ არიან ძალიან მაგრები თავიანთ სფეროში, თუმცა არ მეგონა live-ში თუ ვნახავდი და მოვისმენდი. ვერ აღვწერ ჩემს სიხარულს და ერთი თვის მოლოდინს, სანამ ფესტივალი სტარტს აიღებდა.

#Soufestival  #მეგავხვდი სივრცე

ვერც იმას ავხსნი ბოლომდე, თუ რა ემოცია მოაქვს და რა შეგრძნებებს აღვივებს მათი ცოცხალი შესრულება. Alva noto-ს პერფომანსი ვიზუალურად ძალიან შთამბეჭდავი იყო. ყოველი კადრი იყო ცალკე ფერწერის ტილო, კონცეპტუალური არტი. ამას დამატებული საუნდი, რომელიც გეხმარება, შეხვიდე ამ ვიზუალებში…

ეს იყო კარგად შეფუთული მოზღვავებული ემოციები, მთელ ტანში რომ გივლის და უდიდეს სიამოვნებას განიჭებს…

#Soufestival  #მეგავხვდი სივრცე

თუმცა ჩემთვის, ამ ფესტივალის ფავორიტი მაინც RYOJI IKEDA არის – თავისი პერფორმანსით, ვიზუალითა და საუნდით 45 წუთით დამადუმა, შემიყვანა ტრანსის მაგვარ მდგომარეობაში და ამ დროს, პარალელურად გამიჩინა უამრავი შეგრძნება, კითხვა, ფიქრი. სივრცეში შევსისხლხორცდი და ვეღარ აღვიქვამდი, რომ დარბაზში ვიმყოფებოდი, რომ გარშემო უამრავი ადმაიანი იყო, რაღაც მომენტში გავიფიქრე – სხვებიც იმავეს გრძნობენ და ხედავენ რასაც მე?

თუმცა, ყოველი განცდა ხომ სუბიექტურია…

რეალურად აღმოჩნდა, რომ ემოციის გადმოცემა სიტყვებით თუ წერილობით ძალიან რთულია…