ოთხშაბათი
მაი272017

სოციალური ქსელი, როგორც მარკეტინგის მარჯვენა ხელი

სოციალური ქსელი, როგორც მარკეტინგის მარჯვენა ხელი

გლობალიზაციასთან ერთად ძალიან სწრაფად განვითარდა ციფრული და ინტერნეტ სამყარო. დღესდღეობით, ადამიანებს გვიწევს სრულ ინფორმაციულ ოკეანეში ცხოვრება, ინტერნეტმა ხელმისაწვდომი გახადა მილიონობით ინფორმაცია. ამ პოსტში კი კონკრეტულად სოციალური ქსელის ფენომენის განხილვას ვაპირებ მარკეტინგის ჭრილში.

ზოგადი მიმოხილვისთვის რომ განვმარტოთ,’’სოციალური ქსელი’’ისეთ ვებგვერდებს ან სერვისებს აღნიშნავს, რომელსაც თვითონ მომხმარებლები ამდიდრებენ. ასეთი საიტები ერთგვარ სოციალურ გარემოს წარმოადგენენ, რომელიც საერთო ინტერესებით დაკავშირებულ მომხმარებლებს ერთმანეთთან ურთიერთობის, ინფორმაციის და გამოსახულებების გაცვლის საშუალებას აძლევს.

სოციალური ქსელი, როგორც მარკეტინგის მარჯვენა ხელი

დღეს სოციალური ქსელების გარეშე არსებობა უკვე წარმოუდგენელია. წარმოიდგინეთ, ბიზნესის განვითრებისთვის რამხელა შესაძლებლობას იძლევა ინტერნეტ მარკეტინგი, რომელიც თანაბარ სასტარტო პირობებს უქმნის როგორც მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე კომპანიებს, ისე რადენიმე ათასიანი ბიუჯეტის მქონე კომპანიებს. მცირებიუჯეტიან კომპანიას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქციის ან მომსახურების შესახებ, ძალიან მცირედი დანახარჯებით მიაწოდოს ინფორმაცია გლობალურ ბაზრებზე არსებულ მილიონობით მომხმარებელს.

მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელებია: Facebook, Instagram, Linkedin, Twitter, Myspace, Youtube, Whatsapp, Flickr,Pinterestდა ა.შ. ამ ეტაპზე განვიხილოთ facebook – როგორც ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, რომლის მომხმარებელმაც თითქმის 2 მილიარდს მიაღწია. მისი შემოსავლების 85%კი რეკლამაზე მოდის. მომხმარებლის იდენტიფიცირების განსაკუთრებული საშუალებების გამო facebook რეკლამა მიმზიდველი ხდება მარკეტერებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, FB-ს ისე ღრმად შეუძლია user-ის ფსიქოტიპის ანალიზი, რომ მომხმარებლის კატეგორიზირებას ახდენს სხვადასხვა პერსონალური მაჩვენებლების მიხედვით. ამასთანავე, იგი ფლობს ყველაზე მდიდარ ბაზას, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, რაც თანამედროვე სამყაროში მილიარდიან ბიზნესს ნიშნავს. ანუ ვიტყოდი, რომ მარკ ცუკერბერგმა ჩვეულებრივი ჯეკპოტი მოხსნა სწორ დროს სწორი ტექნოლოგიების გამოყენებით.

სოციალური ქსელი, როგორც მარკეტინგის მარჯვენა ხელი

ვფიქრობ, სწორედ სოციალური ქსელების ბუმმა შექმნა 21-ე საუკუნის პოპულარული ორი ახალი პროფესია: სოციალური ქსელის მედია მენეჯერი და კოპირაიტერი. სოციალური მედიის მენეჯერები ეხმარებიან კომპანიებს, სოციალური ქსელის მეშვეობით საკუთარი კომპანიის მომხმარებელთა ბაზის გაფართოებაში, უზრუნველყოფენ რელევანტური ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლისთვის და გაკეთებულ კომენტარზე დროულ რეაგირებას.

როცა მომხმარებელი „ალაიქებს“ კონკრეტული კომპანიის გვერდს მას მოლოდინი აქვს, რომ მიიღებს მეტ ინფორმაციას პროდუქციის/სერვისის შესახებ, აზრს გაუცვლის სხვა მომხმარებლებს, პოზიტიური დამოკიდებულების შემთხვევაში გამოხატავს ბრენდის მიმართ მხარდაჭერას და ელოდება განახლებებს. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების გარეშე ახლადშექმნილი კომპანია, არსებულთან შედარებით, არათანაბარ პირობებში ექცევა, ვინაიდან არსებულს უკვე გააჩნია საკუთარი მომხმარებელთა ბაზა, გამართული მარკეტინგული ხელსაწყო პროდუქციის პოზიციონირებისთვის სამომხმარებლო ბაზარზე. აუცილებელია, თითოეულმა კომპანიამ მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისას სათანადო მნიშვნელობა მიანიჭოს სოციალურ ქსელებს.


ანუკი მერაბიშვილი,
კონტრიბუტორი
Share Button

საუკეთესო სტატიები