პარასკევი
თებ272016

შრომა აკეთილშობილებს [?]

შრომა აკეთილშობილებს [?]

 

წარმოდგენა არ მაქვს რამდენად სწორია ეს ფრაზა, მაგრამ როგორც სხვა ყველა დანარჩენი, მსგავსი გამოთქმა ხან კი ხან არა.

ეს ადამიანები გიფებში რომ ფუსფუსებენ არიან ტიპები, რომლებსაც უფრო ხშირად ვხედავ ვიდრე ოჯახის წევრებს. ოფისის აივანზე რომ გავდივარ მოსაწევად თითქმის სულ რაღაცას აკეთებენ, თუ არ აკეთებენ ვიღაც (ალბათ ‘პრარაბი’) ბრაზდება და ჩხუბობს. მგონი მალე აქვთ დედლაინი.

ერთ შაბათ დღეს მოცლილი ვიყავი [ან გასაკეთებელი საქმე მეზარებოდა და 1 საათით გადავდე]. გადავწყვიტე, გიფი გამეკეთებინა. გავედი აივანზე მოსაწევად, გავაბოლებ და თან მოვიფიქრებ რა და როგორ მეთქი. რაც მოვიფიქრე ნახეთ. ან ნახავთ.

შრომა აკეთილშობილებს [?]

მერე ხალხს მოეწონა, მეც მომეწონა. ეშხში შევედი და ვიფიქრე, მთელ სერიას გავაკეთებ მეთქი. ჩანაფიქრი დასრულდა იმით, რომ მთელი სერია 2 გიფია. მეტის გაკეთება დამეზარა.

ჰოდა, სათაურს ავცდი.

მეც ჩემებურად ვიშრომე.

ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ თუ შრომა ოდნავ მაინც გაკეთილშობილებს უნდა ერთობოდე +.

შრომა აკეთილშობილებს [?]

P.S. რამე კეთილშობილების ახალ ლეველზე არ გადავსულვარ ამ ან რომელიმე სხვა გასართობი შრომით.

უბრალოდ ვერთობი

 


მარიამ მურადაშვილი,
დიზაინერი
Share Button

საუკეთესო სტატიები