UNICARD
reklama 2
reklama 3
integrirebuli400-150

ბოლო პოსტები

უკანასკნელი კეისრის ბლოგი

Zur Header - Copy

ბოლო კომენტარები

Monday
Jul272011

გამოიყენე შანსი რომელსაც “საქართველოს ბანკი” გაძლევს

სოციალური მედიის განყოფილებაში საქართველოს ბანკი ვაკანსიას აცხადებს.

იმისთვის რომ გაიგოთ თქვენთვისაა თუ არა ეს ვაკანსია საქართველოს ბანკი საკმაოდ სახალისო ინფორმაციას გთავაზობთ

სოციალური მედიის განყოფილებაში გვაქვს ვაკანსია! შენ იგი აუცილებლად მოგეწონება, თუ:

  • მორიგი ფბ-კონკურსის ნახვისას ხვდები, რომ 10 უკეთესი იდეა უკვე გაქვს თავში
  • ერთხელ მაინც დამდგარხარ არჩევანის წინაშე – ვორდპრესი თუ ბლოგსპოტი?
  • მეგობრების წრეში ძალიან სასაცილო ამბის გაგებისას უბრალოდ ამბობ – ლოლ
  • პრიზებში ეფლის არსებობას აკრიტიკებ, თუმცა რამე ეფლი აუცილებლად გაქვს
  • ამ პოსტიდან არ გაგიგია, რომ არსებობს Google+ :)

რას დაგახვედრებთ აქ?

  • ყველაზე პოპულარული ქართული FB-გვერდის ადმინის უფლებებს
  • შენი ყველაზე ამბიციური ვებ-იდეების განხორციელების შესაძლებლობას
  • ქართული მარკეტინგის Dream Team-ს
  • უტყუარ ინფორმაციას, თუ რაში გვჭირდება 280000 ლაიქი
  • შენი კარიერის ისეთ ზრდას, რომ ოჯახი პირველად შეგაქებს კომპიუტერთან ჯდომისათვის

რა უნდა წამოიღო თან?

  • საუკეთესო ქართული (წერითი და თქმითი), კარგი ვებური და კარგი ინგლისური
  • Facebook, Youtube, Twitter, Flickr, Google და სხვების ცოდნა „ზარი მეგობართან“ გარეშე
  • Love (ეს სიტყვა ყველას ესმის) დიდი ოდენობით – თანაგუნდელებთან და თანამოსაუბრეებთან
  • ახლის ძიების, სწავლის, პასუხისმგებლობის, მიზანსწრაფულობის და შრომისმოყვარეობის დიდი კალათა
  • და ბოლოს:  http://jobs.ge/33839/ – აქ შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია იხილოთ ვაკანსიასთან დაკავშირებით

თემის შესაბამისი პოსტები

blog comments powered by Disqus