სამშაბათი
თებ272016

საოცარი სურვილი მაქვს არაფერის კეთების

საოცარი სურვილი მაქვს არაფრის კეთების...

 

ზოგჯერ, ჩვენი ცხოვრება რუტინულ დღეებში გადაიზრდება ხოლმე და ვისტრესებით. ხანდახან, რაც ზოგისთვის რუტინად აღიქმება, შეიძლება, სხვისთვის რუტინა სულაც არ იყოს, მაგრამ როცა ადამიანი ამას ტვინის ერთ რომელიმე წერტილში დაუშვებს, ითრევს და თავი ოფისის ვირთხა გონია.

ხანდახან ძალიან ვიღლები ყოველდღე ერთ ადგილას ჯდომით. ამ აზრებს შეყოლილი ფანჯრის ფარდა-ჟალუზს ავწევ და უშველებელ ურბანულ შენობას ვუყურებ. იქ თითქოს თავისუფლებაა. არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებ, ან როგორი საშინელია შენობა. იმ მომენტში ერთადერთი სურვილი გიჩნდება – უბრალოდ გაიქცე, მოწყდე იქაურობას. ფანჯარა ოფისის შიდა მხარეს ირეკლავს და ვუყურებ ხოლმე ჩემ თავს, როგორ მიკეთია ყურასმენები, ვუსმენ საყვარელ სიმღერებს… თუმცა, დღის ბოლოს სულაც არ მაქვს ბედნიერი სახე. ფანჯარაშივე ვუყურებ, როგორ აწკაპუნებს მაუსზე თითებს ჩემი თანამშრომელი და საღეჭ რეზინს როგორ ვღეჭავთ (ხანდახან ვცდილობ, მას ავაყოლო ყბა და ერთნაირად დავღეჭოთ), ზოგჯერ იმ საშინელ კორპუსსა და ჩემ ანარეკლში რაღაც მსგავსებას ვპოულობ კიდეც. განათებული სახლის ფანჯრები ჩემი გონების ნათელი წერტილებია, რომლებიც გარე განათებისთვის კი არა, შიდა ოთახებისთვისაა.

საოცარი სურვილი მაქვს არაფრის კეთების...
არაფრის კეთების საოცარი სურვილი მაქვს ზოგჯერ.

ხანდახან, უბრალოდ ჯდომა ასწორებს… და არაფრის კეთება. წარმოიდგინეთ, უბრალოდ დევხარ, როგორც გინდა ისე, არავინ გაწუხებს, არავინ გირღვევს ფიქრებს და საათობით ფიქრობ, თუ გაგიმართლა, შეიძლება შორიდან კარგი მუსიკის ხმაც შემოვიდეს და ფიქრებმა სხვა მხარეებში გადაგაგდოს. იქნებ, რა იცი…

რა თქმა უნდა, ფიქრმა შედეგი უნდა გამოიღოს და ადამიანი აამოძრაოს, ძალა მისცეს, ახლის კეთების სურვილი. ფიქრი არ უნდა იყოს უმოქმედობის მამოტივირებელი ძალა. ის სხეულის ენერგიად უნდა იქცეს და წინ წაგვიყვანოს.



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/gepra/public_html/4p.com.ge/wp-content/themes/thedeiline/single.php on line 29
Share Button

საუკეთესო სტატიები


Warning: Unknown: open(/tmp/sess_721e4f285e22d57d97734a39d25621f8, O_RDWR) failed: No space left on device (28) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/tmp) in Unknown on line 0