სანტამ იცის ყველაფერი!

სანტამ იცის ყველაფერი!

 

ამ პოსტზე თუ მოხვდით, ე.ი. სათაურმა მოგხიბლათ, მაგრამ ნუ გააგრძელებთ კითხვას თუ არ დამეთანხმებით: ბავშვებს უნდა სჯეროდეთ, რომ სანტა ნამდვილად არსებობს!

მოგონება ჩემი ბავშვობიდან

ინტერნეტის თაობა არ ვარ და ჩემ დროს ინფორმაციის გავრცელების წყარო ისევ ჩვენ ვიყავით, ბავშვები… სანტა არ არსებობს, მოგონილია – ეს ფრაზა მახსოვს სკოლიდან, კლასიდან, მეგობრებიდან. ალბათ რომელიმე კლასელის მშობელი თუ აღმოჩნდა ყველაზე ჭკვიანი მშობლებს შორის, რომელმაც პირველმა გადაწყვიტა შვილისთვის ჯადოქრული საიდუმლოსთვის ფარდის ახდა.

ჩვენი თაობა დღეს

ვისაც ბავშვობიდან განგვიდევნეს სანტა, ჩვენი შვილებისთვის ჯადოსნური განწყობის გახანგრძლივება გვინდა, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება და რომ თეთრწვერიანი წითლებში გამოწყობილი ბაბუა აუცილებლად დაუტოვებს მათ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარს.

ახალი საფრთხე 

ბავშვების ასაკობრივი ზღვარის შემცირება ჩემს ბავშობაში თუ „ყველაზე ჭკვიანი მშობლის“ გამჭრიახობაზე იყო, ახლა ეს მარტივად შეუძლია ინტერნეტს, რადგან ცნობისმოყვარე ბავშვები სანტასთან დაკავშირების გზას დღეს აქ ეძებენ. შესაბამისად, „მწარე სიმართლესაც“ აქვე აწყდებიან.

გამოსავალი

სანტამ მარტო ის არ იცის, როდის იძინებ, უკვე ისიც იცის, რომ „გუგლავ იმას, რასაც არ უნდა ეძებდე!”

ახალი პროგრამა „დაიჯერე სანტას არსებობა“,  ბლოკავს ყველა იმ ინფორმაციას ინტერნეტში, რაც ბავშვებს კეთილი, თეთრწვერიანი თოვლის ბაბუის არსებობის შესახებ ილუზიას დაუმსხვრევს. „დაგუგლვის“ შედეგად ეკრანზე ისახება სანტას ფოტო, რომელიც თითს შენსკენ იშვერს და გამხელს“არასწორ საქციელში“.

სანტამ იცის ყველაფერი!

დასასრულს,

დაბრუნდი ბავშვობაში. დაიჯერე, რომ სანტა ნამდვილად არსებობს!  დაკლიკე ამ უკანასკნელ სიტყვაზე და ჩამოტვირთე პლაგინი keep believing in Santa.

გახსოვდეს,

სანტამ ყველაფერი იცის და ნუ გადაამოწმებთ მას გუგლში 😉

Santa is real or not

Santa is real or fake

Santa is real

Santa Claus is not real