საკომუნიკაციო აუდიტი

საკომუნიკაციო აუდიტი

საკომუნიკაციო აუდიტი ზოგადად განსაზღვრავს წარმოებული კომუნიკაციის ეფექტიანობას, ასევე კლიენტის გარშემო არსებულ ფონს, გამოავლენს ძლიერ და სუსტ მხარეებს, რის საფუძველზეც შეგიძლიათ შეიმუშაოთ რეკომენდაციები და დაადგინოთ საინფორმაციო სივრცესა და რეპუტაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები.

 

  • საკომუნიკაციო აუდიტის დროს ფასდება: კლიენტის ძირითადი აუდიტორია, მათი აღქმა და დამოკიდებულება, კლიენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის მაჩვენებელი მედიასა და ინტერნეტსივრცეში.
  • საკომუნიკაციო აუდიტი იკვლევს კლიენტის მარკეტინგული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის არსებულ პრაქტიკას, პროცესის მართვის ფორმებსა და სტანდარტებს, პასუხისმგებელი გუნდის შესაძლებლობას და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.
  • საკომუნიკაციო აუდიტის დროს ხდება როგორც მეორადი მონაცემების ანალიზი, მედიის მონიტორინგი, ინტერნეტის სტატისტიკისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის ანალიზი, ასევე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ჩატარება, რათა შედგეს ერთიანი სურათი და მიღებული მონაცემების საფუძველზე მომზადდეს მოკლე ან ვრცელი შეფასებითი ანგარიში.

საკომუნიკაციო აუდიტი – პროდუქტები 

  • შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების კითხვარები
  • მედიამონიტორინგის ანგარიში
  • ინტერნეტკომუნიკაციის ანგარიში
  • შიდა და გარე გამოკითხვის ორგანიზება და ანალიზი
  • საკომუნიკაციო აუდიტის ერთიანი ანგარიში