როგორ შევარჩიოთ პიარ სააგენტო

როგორ შევარჩიოთ პიარ სააგენტო

როგორ შევარჩიოთ პიარ სააგენტო

 

პიარ სააგენტოს შერჩევა საკმაოდ რთულია, რადგან კონსულტანტთა ჯგუფს უნდა ანდო ის მნიშვნელოვანი რამ, რაც შენი კომპანიის იმიჯზე იმოქმედებს. სააგენტოს არასწორმა მუშაობამ შესაძლოა, რიგი პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ თანამშრომლობის დაწყებამდე რისკები და პასუხისმგებლობა კარგად უნდა გააცნობიეროთ.

ამ ბლოგის დაწერის სურვილი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გამიჩნდა, რადგან წლების განმავლობაში პიარ სერვისის დამკვეთი ვიყავი და კომპანია ჯეპრასთან წარმატებით ვთანამშრომლობდი. ახლა კი, უკვე მეორე წელია კონსულტანტი ვარ, ასევე კომპანია ჯეპრაში.  ვის თუ არა მე, დამიგროვდა გარკვეული გამოცდილება იმისა, რომ ვიმსჯელო ერთდროულად დამკვეთისა და კონსულტანტის პოზიციიდან – თუ რა გამოწვევების წინაშე დგებიან თავად კონსულტანტები, როცა უწევთ უმოკლეს დროში საუკეთესო შეთავაზების მომზადება და ასევე განვიხილო კლიენტის გამოწვევები, როცა სააგენტოს შერჩევისას მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს.

3n

დამკვეთის მხრიდან პიარ სააგენტოს შერჩევა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა… არ აქვს მნიშვნელობა, ეს ტენდერის საფუძველზე მოხდება, თუ უშუალო მოლაპარაკებებით. ტენდერის შემთხვევაში შესაძლებელია რიგი გამოწვევების წინაშე დადგეთ, რადგან თქვენ- პიარ მენეჯერებმა ზუსტად იცით რა გსურთ, რაც ნაკლებად შეიძლება ესმოდეს შესყიდვების დეპარტამენტს. მაგრამ პროცედურა პროცედურაა და მას ვერცერთ საქმიანობაში ვერ გავექცევით. რაც შეეხება შერჩევას უშუალო მოლაპარაკებების საფუძველზე, აქ მეტი თავისუფლება გაქვთ, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებაც გიწევთ, თუ კი თქვენ ხართ მთავარი მომლაპარაკებელი.

როგორც წესი სააგენტოების შერჩევის პროცესში ყურადღებას ვაქცევთ შემოთავაზებას, ბიუჯეტს და პერსონალს/კონსულტანტებს.  

შემოთავაზება: ყველა კლიენტს თავისებური მოთხოვნა აქვს და ასევე თავისებური ხასიათი.  შემოთავაზება შესაძლოა იყოს მარტივი, რთული, ჩაშლილი, მხოლოდ ზოგადი, ვიზუალურად დატვირთული და ა.შ.  ამ დოკუმენტზე მუშაობას შეიძლება დასჭირდეს 1, 2, 3 კვირა ან თვეზე მეტიც. ეს ის შემოქმედებითი საქმეა, რასაც მივყავართ ხელშეკრულებამდე, მაგრამ კლინეტიც შეიძლება იყოს მარტივი, რთული,  მკაცრი, ლოიალური, გამგები, გაუგებარი,  გათვითცნობიერებული, გაუთვითცნობიერებული, საკითხში გარკვეული, საკითხში აქეთ გასარკვევი და ა.შ.  შესაბამისად, კონსულტანტების მუშაობა (უკვე ორწილიანი გამოცდილებით ვამბობ) არის რიგ შემთხვევებში თავდადებაზე უფრო მეტიც. შესაძლოა ხანდახან უარის თქმაც კი მოგინდეს მორიგ პროექტზე თუკი თავად დამკვეთი ვერ გარკვეულა რა უნდა, რადგან ყოველთვის ჯობს დრო მნიშვნელოვან, სერიოზულ საქმეს დაუთმო.

ჩემი რჩევაა, ამგვარი გაურკვევლობების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტოს შერჩევამდე და შემოთავაზების მიღებამდე კარგად გავერკვიოთ, რა გვსურს ჩვენ და რა შედეგს გვინდა მოვაღწიოთ ე.წ. აუთსორსინგით.  სასურველია ასევე შევისწავლოთ სააგენტოს ისტორია თავის ქეისებით და შედეგებით, რაც მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვების კუთხით.

როგორ შევარჩიოთ პიარ სააგენტო

ბიუჯეტი:

ეს კრიტერიუმი ხარისხს ან აფუჭებს, ან აუმჯობესებს (ზოგადად ვამბობ). უბრალოდ, ხშირად დამკვეთს უნდა მაქსიმალურად ბევრი მიიღოს კონკრეტული ბიუჯეტით და ეს უკანასკნელი კი არ არის იმდენი, რომ ეს  შედეგი განაპირობოს.  ამ დროს კონსულტანტის სწორი დამოკიდებულება იქნება, ბოლომდე იბრძოლოს ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად ადეკვატური ბიუჯეტით და იმდენი თანამშრომლის ჩართულობით, რამდენიც სასურველ შედეგამდე მიიყვანს.  მოლაპარაკებები ბიუჯეტზე დიდ დროს მოითხოვს და ხშირად იწელება დროში, რადგან ეს არის კონსულტანტის საარსებო წყარო, დამკვეთისთვის კი მნიშვნელოვანი ინვესტიცია.  ჩემი რჩევა  იქნება, წარმოიდგინოთ შესასრულებელი საქმის მასშტაბურობა, კარგად შეისწავლოთ მოწოდებული ბიუჯეტი და შესაბამისად გაწეროთ მოთხოვნები ანგარიშგებისთვის, ვიდრე აირჩიოთ დაბალბიუჯეტიანი მომსახურება მრავლისმომცველი არარეალური დაპირებებით და საბოლოოდ განიცადოთ ფლუსტრაცია მიღებული შედეგით.

მეორე რჩევა, რაც დამკვეთს მინდა მივცე, არის გრძელვადიანი თანამშრომლობის ფორმატის არჩევა,  რადგან ეს დაზოგავს როგორც ბიუჯეტს, ასევე თქვენს დროს და ამავდროულად, მოგცემთ გაცილებით მაღალ ხარისხს და შედეგებს; რატომ? სულ მცირე ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: გრძელვადიანი ურთიერთობა მუდმივ ფორმაში ამყოფებს კონსულტანტებს და მათ არ უწევთ ცალკეული კამპანიების დროს შესწავლის ფაზის არცთუ ისე პატარა პერიოდის გავლა (ეს კი ყველა პროექტში პირველ პუნქტად გამოყოფილი ცალკე ხარჯია). გრძელვადიანი კონტრაქტის კიდევ ერთი დადებითი მხარე, არის მაქსიმუმის მიღება პერმანენტულ საქმიანობაში უფრო დაბალი ბიუჯეტით, ვიდრე ცალკეულ კამპანიებს დაჭიდრებოდა.

პერსონები/კონსულტანტები:

ვფიქრობ, ეს უკანასკნელი უმთავრესი უნდა იყოს პიარ სააგენტოს შერჩევის დროს, პრინციპით „მითხარი ვინ მუშაობს შენთან და გეტყვი რისი გამკეთებელი ხარ“. აქ ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი: პერსონები, რომლებიც ამ სააგენტოს დაარსებიდან მოყოლებული ზრუნავენ საკუთარ და კომპანიის განვითარებაზე, თანამშრომლები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის დროს და  შეუქმნიათ ბევრი მნიშვნელოვანი რამ და მთლიანად კომპანიის ისტორია, რომელიც შექმნეს სწორედ ამ თანამშრომლებმა.

დიახ, სწორედ პერსონები ქმნიან კომპანიას: კახა, გიგა, თიკო, თამუნა, ქეთი, ეკა, მაია, ლაზარე, ჯაბა, თეონა, ა.შ. – მათ შორის მეც ჩემი გამოცდილებით.  თითოეულ ჩვენგანს აქვს ფართოდ ან არაფართოდ აღიარებული წარმატების ქეისები ჯეპრაში თუ ჯეპრას გარეთ და ახლა კი, ერთი მთლიანობა ვართ – გუნდი, რომელსაც ყველანაირი სირთულის გადალახვა შეუძლია იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობს.

და ბოლოს, რადგან პერსონების მნიშვნელობაზე ვსაუბრობ გეტყვით, რომ დიდ როლს თამაშობს არაფორმალური, უშუალო ურთიერთობები მთელი მისი ემოციებით. წარმატებას სწორედ მაშინ აღწევ, როცა კონსულტანტი შენიანი ხდება და როცა ისიც ისეთივე ემოციებით ხვდება თქვენი კომპანიის გამოწვევებს, კრიზისს და წარმატებას, როგორც თქვენ – დამკვეთი და უკვე პარტნიორი.

მოკლედ, სააგენტოს შერჩევის დროს ბევრი რამ გაქვთ გასათვალისწინებელი. მათ შორის ის, თუ როგორ ახასიათებენ ამ კომპანიას სხვა კლიენტები, მაგრამ როგორც ყოფილმა დამკვეთმა,  აქვე ერთი მნიშვნელოვანი რჩევა მინდა მივცე კონსულტანტებსაც: დამკვეთმა უდნა იგრძნოს, რომ იმ მოცემულ პერიოდში ის ერთადერთია, თქვენთვის მთავარი ზრუნვის ობიექტი.  სულ რაღაც 2 წელია რაც გავაცნობიერე, თუ რამხელა გამოწვევაა ეს კონულტანტისთვის.  ეს დიდ თავდადებას  მოითხოვს და თუ თქვენ  კუთვნილების განცდა დაგეუფლად, მაშინ სწორი არჩევანი გაგიკეთებიათ.

როგორ შევარჩიოთ პიარ სააგენტო