როგორ გავიგოთ დიზაინი კარგია თუ ცუდი?

როგორ გავიგოთ დიზაინი კარგია თუ ცუდი?

ალბათ ყველას გვსმენია გამოთქმა „გემოვნებაზე არ დაობენ“ მაგრამ, ვფიქრობ სწორედ ეს არის თემა, რომელზეც დავა მუდმივად შეიძლება. ეს ფაქტი სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან  თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენებური ხედვა კარგსა თუ ცუდ დიზაინზე. ზოგს ფერადი და მხიარული მოსწონს, ზოგს შავ-თეთრი, ზოგს ძალიან მინიმალისტური და ა.შ. მოკლედ, ამ თემაზე კამათი ალბათ ყოველთვის აქტუალური იქნება. ვფიქრობ, საკუთარი გემოვნების მიხედვით დიზაინზე მსჯელობა პირველი შეცდომაა, რაც არ უნდა დავუშვათ, როდესაც ვქმნით ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც გათვლილია აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად.

როგორ გავიგოთ ჩვენს მიერ შექმნილი დიზაინ პრდუქტის ხარისხი?

  • პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ ასრულებს თუ არა არსებული დიზაინი თავის სამუშაოს? შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, მოგვწონდეს, მაგრამ ჩვენი მიზნის მისაღწევად უვარგისი გამოდგეს. მნიშვნელოვანია დამკვეთთან გასაუბრების ეტაპი. აუცილებლად სიღრმისეულად უნდა გავიგოთ რა სურს მას. რისთვის უნდა დიზაინ პროდუქტი, სად უნდა მისი განთავსება, რა არის მისი მთავარი მიზანი.
  • არის თუ არა დიზაინი თვალში საცემი? ძალიან ხშირად ცუდი დიზაინიც შეიძლება იყოს შესამჩნევი და დასამახსოვრებელი, მაგრამ დაგვიტოვოს ცუდი შთაბეჭდილება ბრენდზე. რაიმე პოდუქტის დიზაინმა მომხმარებელს არ უნდა გაუჩინოს დისკომფორტი. თუ ის მარტივად აღსაქმელი და შთამბეჭდავია, ისე რომ ჩვენთვითონ ვერ ვხვდებით ამას, მაშინ დიზაინი წარმატებულად მუშაობს და ასრულებს თავის მოვალეობას.
  • რა თქმა უნდა, დიზაინ პროდუქტის ვიზუალური მომხიბვლელობაც მნიშვნელოვანია. ამისათვის რეკომენდირებულია არა მარტო ჩვენს გემოვნებას ვენდოთ, არამედ ჩავატაროთ კვლევები, შევისწავლოთ რა არის ყველაზე მომგებიანი დღევანდელ დღეს, რითი შეიძლება მოვხიბლოთ ჩვენი აუდიტორია, გავეცნოთ ფერის ფსიქოლოგიას,( რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მიზნების მისაღწევად) გავიგოთ ტიპოგრაფიის მნიშვნელობა დიზაინში და ა.შ.

ფოტოზე კარგად ჩანს სხვაობა “კარგსა და ცუდ” დიზაინს შორის. ალბათ თუ დააკვირდებით, მარცხენა ფოტოზე არსებული ინფორმაცია რთული წასაკითხია და მისი შესწავლა დამღლელი ხდება. ამ ვებ გვერდის დათვალიერების სურვილი ალბათ მალევე გაგვიქრება, რადგან მისი აღქმა ძალიან რთული და არაკომფორტულია. რაც შეეხება მარჯვენა ფოტოს, მისი ვიზუალური გაფორმება გვაძლევს საშუალებას მარტივად და სწრაფად აღვიქვათ მასზე განთავსებული სხვადასხვა პროდუქტი.

მაგალითად სოციალურ ქსელ”facebook”-ში, რომელიმე გვერდზე შესვლისას, პირველი რასაც ვუყურებთ და თვალში გვხვდება ეს არის გვერდის დიზაინი. სტატისტიკის მიხედვით ერთ წუთზე ნაკლებია საჭირო იმისთვის,რომ ჩვენ შეგვექმნას შათაბეჭდილება ამა თუ იმ ბრენდზე, კომპანიაზე და ა.შ, ამიტომ იმისათვი, რომ დიზიანი კარგი გამოვიდეს აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი პუნქტები, რათა სწორად მივაწოდოთ  მომხმარებელს ინფორმაცია ჩვენს შესახებ და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.