Ralph McQuarrie – სამეცნიერო ფანტასტიკის ვიზუალური ავტორი

Ralph McQuarrie – სამეცნიერო ფანტასტიკის ვიზუალური ავტორი

Ralph McQuarrie - სამეცნიერო ფანტასიკის ვიზუალური ავტორი

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯეპრაში ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერი ვარ, საკმაოდ გატაცებული ვარ ხატვით. ჩემს პლანშეტზე ციფრული ჩანახატების კეთებით სოლიდური ჰობი გავიჩინე. ამასთან, კორპორატიულ ბლოგში პროფესიული თემების გარდა მინდოდა, რაიმე უფრო მსუბუქზეც მესაუბრა და შესაბამისად, ამ ჩემი „ჰობის“ ინსპირაციების გაზიარება გადავწყვიტე.

Ralph McQuarrie - სამეცნიერო ფანტასიკის ვიზუალური ავტორი
ბავშვობისას არაფერი მიყვარდა ისე, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა (ნუ კიდევ დინოზავრები, მაგრამ ეგ ყველამ ვიცით და არ ითვლება). დაწყებული ფილმებით და წიგნებით, ჟანრული ხელოვნებით და გრაფიკული ნოველებით დამთავრებული, ყველაფერს მივედ-მოვედე. შესაბამისად, ამ საქმეში პატარ-პატარა კუმირებიც მყავდნენ აქეთ აზიმოვი და შეკლი იყო, იქეთ კრიქტონი და თუნდაც სტივენ კინგი, მერე წამომეწიენ ლუკასები, სპილბერგები და დიადი ვიზუალური ეფექტების ბუმი კინემატოგრაფში. დღეს-დღეობით ამ ჟანრის ოქროს მაღაროებს უკვე ადვილად ვპოულობ ხელოვნების ნებისმიერ მიმართულებაში.

Ralph McQuarrie - სამეცნიერო ფანტასიკის ვიზუალური ავტორი

მაგრამ მაშინ, პატარაობისას, ალბომებს რომ ვათვალიერებდი და ცუდი ხარისხის დოკუმენტურ ვიდეოებს ვუყურებდი, არავინ იყო ამ ყველაფერში ჩემთვის უფრო დიდი ინსპირაცია ვიდრე რალფ მაკკვორი (Ralph McQuarrie), რომელიც, სამწუხაროდ, სულ ახლახანს, 2012 წელს გარდაიცვალა. შეიძლება ამიტომაცაა კარგი, ვისაუბრო მის ღვალწზე და ცოტა სილაღეც შევმატო ამ პოსტს.

Ralph McQuarrie - სამეცნიერო ფანტასიკის ვიზუალური ავტორი
ის ვიზუალური ენა რაც მაკკვორიმ ჩამოაყალიბა და რის კვალობაზეც დაიბადა ვარსკვლავური ომების უნიკალური სამყარო, დღევანდელი დღის გადმოსახედით სამეცნიერო ფანტასტიკის კინემატოგრაფიული ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილად ითვლება. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, რალფის ვიზუალიზაციებამდე სტუდია მკაცრ უარზე იყო ამ ვიღაც გადარეული ლუკასის “კოსმოსური სისულელეების” გადაღებაში ფულის გადაყრაზე, მაგრამ მაკკვორის ორიოდე, კაშკაშა ილუსტრაციამ მოახდინა ის, რასაც ალბათ დღეს „ფავერფოინთის ეფექტს“ უფრო დავარქმევდი. მაგრამ მაშინ იყო სულ სხვა რამ – ნამდვილი, წმინდა ხედვა. ლუკასცმაც აიკიდა მრავალწლიანი წვალება, რომელმაც დიადი ხილი მოისხა. Star Wars-მა რამხელა გავლენა იქონია კინემატოგრაფზე და ზოგადად, პოპულარულ კულტურაზე მსოფლიოს მასშტაბით, თქვენც კარგად იცით.

Ralph McQuarrie - სამეცნიერო ფანტასიკის ვიზუალური ავტორი
ვიზუალური დეველოპმენტის ბაბუდ წოდებულის შთაბეჭდილების ქვეშ მოხვედრის შემდეგ დღემდე ვამჩნევ ჩემს თავში მიდრეკილებებს რალფის ხელის იმიტირებისკენ. ერთი იყო მისი გასაქანის წარმოდგენის ქონა და კონსისტენციური, ფანტასტიური სამყაროების ხედვა და მეორე კი მისი ამ ხედვის ასე სკრუპულოზურად და ვირტუოზულად გადმოცემის უნარი, ყოვლად ტრადიციული ხერხებით.

Ralph McQuarrie - სამეცნიერო ფანტასიკის ვიზუალური ავტორი
მას არ ჰქონდა არც ფოტოშოპი, არც სტილუსები, მაგრამ მოახერხა და კალაპოტი ჩაუყენა მთელს კულტურულ წარმოდგენას კინემატოგრაფიულ ფანტასტიკაზე.

Ralph McQuarrie - სამეცნიერო ფანტასიკის ვიზუალური ავტორი

 

Ralph McQuarrie - სამეცნიერო ფანტასიკის ვიზუალური ავტორი

 

Ralph McQuarrie - სამეცნიერო ფანტასიკის ვიზუალური ავტორი