რა კომუნიკაციასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია!

რა კომუნიკაციასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია!

დავიბადე 1992 წელს, საქართველოში, კერძოდ თბილისში და იმ დროის საქართველო ნამდვილად არ იყო გაბრწყინებული, საბჭოთა კავშირი 1 წლის დაშლილი იყო და როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. სამოქალაქო ომმა და  სამხედრო მოქმედებებმა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში გამოიწვია ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამწვავება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მაგრამ როცა გავიზარდე, გავიაზრე რომ საბჭოთა კავშირმა და შემდეგ პოსტსაბჭოთა პერიოდმა ქვეყანას საშვილიშვილო დაღი დაასვა.

ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველა ერთმანეთისგან განსვსხვავდებით ჩვენი ღირებულებებით შეხედულებებით მიზნებით. ჩვენ გარშემო მყოფ ხალხს, ოჯახს, ახლობლებს, ნაცნობებს და უცნობებაბსაც კი, დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი პიროვნების განვითარებაში და ჩამოყალიბებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა სოციუმში ყალიბდები. სად დაიბადე, ვინ არიან შენი მშობლები სად სწავლობდი რა განათლება მიიღე. მოკლედ, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. 1991 წლამდე კი საქართველოს „მეგობარი“,  ნაცნობიც და უცნობიც იყო საბჭოთა კავშირი, რომლის იდეოლოგიაც , ართმევდა ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.’’  საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 16.

პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელია ინდივიდთა შორის კომუნიკაცია. კომუნიკაცია არის ყველაფერი: კულტურა, ჟესტიკულაცია, საუბარი, მიმიკები ყველაფერი ის, რითიც მეორე ადამიანზე ვახდენთ გავლენას ჩვენი ინტელექტით. სწორი კომუნიკაციისას, ქვეყნის სოციალური, კულტურული და პოლიტიკური სისტემის განვითარება და ფუნქციონირება უფრო სწრაფად და ნაყოფიერად მიმდინარეობს, ვინაიდან საზოგადოების უმრავლესობა ერთი მიზნისკენ მიისწრაფვის.

საბჭოთა კავშირი ყველანაირი მეთოდებით ებრძოდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. მათი საკომუნიკაციო სტრატეგიას საზოგადოებასთან ურთიერთობისას  კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ისევე, როგორც როგორც განათლების სისტემას, რაც გულისხმობდა ტვინის გამორეცხვას და ცხოვრების იმ გადმოსახედიდან ყურებას რა გადმოსახედიდანაც მათ სურდათ დაგენახა სამყარო.

გვინდა უპირველეს ყოვლისა ვიცოდეთ და გავიგოთ როგორ მიხვედით აზროვნებამდე იმ ქვეყანაში, რომელიც სრულიად არ განგაწყობს ფიქრისა და აზროვნებისადმი. ჰკითხა 1990 წელს ფრანგმა ჟურნალისტმა ქართველ ფილოსოფოსს მერაბ მამარდაშვილს.

„მე ვცდილობ ვიაზროვნო. ადამიანმა არასოდეს იცის აზროვნებს იგი თუ არა. აზროვნება თითქმის ზეადამიანურ ძალაზეა დამოკიდებული და იგი ბუნებრივად არ ეძლევა ადამიანს.  ეს უნდა აეხსნას ფრანგულ აუდიტორიას, რადგან იგი არ იცნობს იმ ქვეყანას, რომელშიც მე ვცხოვრობ…ჩვენ ამჟამად განსაკუთრებულ მომენტში ვცხოვრობთ – აზრთან მჭიდროდ დაკავშირებულ მომენტში -რომელშიც იმ უშველებელ ქვეყანას, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია თუ რუსეთი (იგი, ჩემს ქვეყანას, საქართველოსაც მოიცავს), სურს, ან უნდა დაუბრუნდეს ცხოვრებას, ისტორიის, დროისა და ცხოვრების ხანგძლივი უქონლობის შემდეგ. იმას, რაც მოხდა 17 წელს, ოქტომბრის რევოლუციის მწვერვალზე. ამჟამინდელი პრობლემა კი ისაა, რომ “ცხოვრებას დაუბრუნდე”… როცა უტოპიის დევნაში ისტორიიდან და დროიდან ამოვარდები. იკარგება სასიცოცხლო ძალების ნორმალური ურთიერთგაცვლის გრძნობა, ადამიანთა შორის “ურთიერთობის” (commerece) შეგრძნება’’

ახლა უკვე 2018 წელია და სისტემას ჩვენთვითონ ვქმნით, საზოგადოება კარნახობს მთავრობას რა გააკეთოს და არა პირიქით. იმის მიუხედავად, რომ საკომუნიკაციო არხები და საშუალებები უფრო მეტია ვიდრე ძველად,  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მიუთითებს იმაზე, რომ ნორმალური ურთიერთგაცლვის გრძნობა ანუ კომუნიკაციის და ინფორმაციის პრობლემა კვლავ აქტუალურია.

მაგალითად ავიღოთ მაისის მოვლენები და დეკრიმინლიზაციის კანონი, რომლის გაჟღერებითაც მოხდა საზოგადოების გახლეჩვა ორ ნაწილად, ახალგაზრდების და უფროსი თაობის. ზოგმა რაც იყო ის გაიგო, ზოგს ლიბერალიზაცია ლეგალიზაციაში აერია, ზოგს არ არევია და უბრალოდ დეკრიმინალიზაცია რა იყო არ იცოდა და ა.შ. ამიტომ ახალგაზრდობას უფროსმა თაობამ გარკვეული იარლიყები მიაკრო, ახალგაზრდა თაობის შეცდომა კი ის არის, რომ ვერ წარმოგვიდგენია უფროს თაობას, რისი გადატანა მოუწია და რა რეალობაში მოუხდა ცხოვრება იმისთვის, რომ  გვქონოდა განვითარების თავისუფალი უფლება. უფროსი თაობის პრობლემა კი იმაშია, რომ ჩვენგან განსხვავებით, მათთვის მომავალი რადიკალურად ბუნდოვანია წარსულისგან.

რეალურად გახლეჩვის მიზეზი ის კი არ იყო, როგორც მერე აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით. პირიქით თურმე ვეთანხმებოდით, უბრალოდ უფროსი თაობა გამოხატვის ფორმას გვიწუნებდა. ხოდა ამ გამოხატვის ფორმების, ჯერ გარკვევაში და მერე შეგუებაში, უმოქმედების და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი ერთმანეთის მიყოლებით. თაობებს შორის დაპირსპირება ჩიხში შევიდა და კომუნიკაციის ნაკლებობის გამო მივედით რადიკალიზმამდეც. ხელისუფლება მაშინ, როცა ეს არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა, სპეცრაზმით შევარდა იმ კლუბებში, რომლებმაც სერიოზული წვლილი შეიტანეს ქვეყნის სოციალურ განვითარებაში. საზოგადოების ნაწილი, რომელიც ძირითადად ახალგაზრდობას შეადგენდა, ქუჩაში გავიდა თავის უფლებების დასაცავად, ნაწილი სახლში დარჩა  და სოციალური ქსელებიდან და მედიიდან ცდილობდა მიეღო ინფორმაცია და დაეფიქსირებინა პოზიცია, მესამე ნაწილმა კი კონტრაქცია ჩაატარა და ქრისტიანობის სახელით, ძალადობით დაუპირისპირდა აქციის მონაწილეებს.

ამას მოყვა 17 მაისი, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც აერთიანებს  საერთაშორისო ღონისძიებებს და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. უფლებების დაცვა და ცნობიერების ამაღლება თითქოს ყველასთვის აქსიომაა, თუმცა როდესაც ეს უმცირესობებს ეხებათ, უმრავლესობისთვის რთული აღსაქმელია, რომ მათი უფლებებიც ისეთივე უფლებაა, როგორც სხვა დანარჩენის და ამიტომ ამ დღესაც ძალადობის გარეშე არ ჩაუვლია.

ამ მოვლენებით ნათლად გამოიკვეთა  ჩემთვის რა პრობლემები და გამოწვევებია ქვეყანაში კომუნიკაციის კუთხით:

  • ინფორმაციის ნაკლებობა.
  • დაბალი სოციალური აქტიურობა.
  • განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ძალადობით დაპირისპირება.

გამოწვევები:

  • ცნობიერების ამაღლება პრობლემატურ საკითხებზე.
  • საჯაროდ აქტიურობა. (არა მხოლოდ სოციალური ქსელებით)
  • მუდმივი კომუნიკაცია ერთმანეთთან და ხელისუფლებასთან.

ჩვენი ყველა მოქალაქის ვალია, რომ ის წლები, რაც დავკარგეთ უტოპიის დევნაში, ავანაზღაუროთ. ამიტომაც, აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს და იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ქვეყნის წინაშე, იქნება ეს არჩევნებზე თუ აქციებზე სიარული თუ დაუღალავად კითხვების დასმა ჩვენი თავისთვის და შემდეგ ხელისუფლებისთვის.

ჩვენი აზრები და გადაწყვეტილებები პირდაპირპროპორციულია ჩვენ საცხოვრებელ გარემოსთან.

‘’ To effectively communicate, we must realize that we are all different in the way we perceive the world and use this understanding as a guide to our communication with others.’’    

Tony Robbins

//]]>