პიარზე ფიქრს დაიწყებენ ისინიც, ვისაც აქამდე არ უფიქრიათ

პიარზე ფიქრს დაიწყებენ ისინიც, ვისაც აქამდე არ უფიქრიათ

ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერი და კონსულტანტი ნინანო დავითაია 2018 წელს აფასებს.

2018 წელი იყო ახალი ეტაპი, აქამდე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას თავი ერთად მოვუყარე და ახალი ძალებით და მიზნებით შევუდექი 2019 წელს.

2018 წელი გამორჩეული იყო დატვირთული სამუშაო გრაფიკით, რის შედეგადაც გამოვიმუშავე ახალი უნარები და დავინახე მეტი შესაძლებლობა.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

განსაკუთრებული იყო “უნისეფისთვის” მუშაობა გამოცდილების კუთხით.

2018 წელმა მაჩვენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმო და გადაანაწილო საქმე, ასეთ შემთხვევაში დაგეგმილი სამუშაო სრულდება.

როგორი იყო შენი წელი როგორც პიარსკოლის მენტორის?

პიარსკოლის მენტორობა დიდი პასუხისმგებლობაა, პიარსკოლელებთან მუშაობისას ბევრს ვსწავლობ და ვიზრდები, როგორც მენტორი. უკვე არსებული გამოცდილება მომცემს საშუალებას პიარსკოლელებისთვის მენტორთან მუშაობა უფრო საინტერესო და პროფესიულად მეტის მომცემი იყოს. მენტორი არის სამუშაო გუნდის წევრი და მათი გულშემატკივარი.

ვფიქრობ სტრატეგიულ შეხვედრებზე განხილული საკითხები დაძრულია, თუმცა მათი სრულყოფილად შესრულებისთვის ყველა თანამშრომლის მეტად ჩართულობაა საჭირო.

მწყდება გული უაზროდ დაკარგული დროის, მიხარია, რომ ჯეპრაში მაქვს შესაძლებლობა განვვითარდე პროფესიულად უსასრულოდ და არ მომბეზრდეს.

2019 წელს კომპანია ჩემგან ახალ შესაძლებლობებს დაინახავს. ვგეგმავ ახალი გამოცდილების მიღებას სხვადასხვა მიმართულებებით, რაც აქამდე არ მქონია.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

პიარზე ფიქრს დაიწყებენ ისინიც, ვისაც აქამდე არ უფიქრიათ.