„ონლაინ ურთიერთობები რეალური ცხოვრებით ჩავანაცვლე!„ ანუ „ჩვენ ზღვას ერთად აუცილებლად მოვინახულებთ… ზამთარში!“

„ონლაინ ურთიერთობები რეალური ცხოვრებით ჩავანაცვლე!„ ანუ „ჩვენ ზღვას ერთად აუცილებლად მოვინახულებთ… ზამთარში!“

„ონლაინ ურთიერთობებს რეალური ცხოვრება ჩავანაცვლე! „ ანუ „ჩვენ ზღვას ერთად აუცილებლად მოვინახულებთ... ზამთარში!“

 

ზოგჯერ ძალიან მინდება, უკან მოვიტოვო ყველა პრობლემა, გამოვრთო ტელეფონი, მოვწყდე ინტერნეტს და… ზღვა მოვინახულო. „მე მიყვარს ზღვა და იცით რატომ? ყველაფერს გრძნობს და… არაფერს ამბობს!“ – ვინ თქვა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს ზღვა. განსაკუთრებით ზამთარში!

ბენჟამინ ფრანკლინს უთქვამს: “დრო ფულია!” საბედნიეროდ, ბენჟამენი ცდილობდა, განემარტა დროის ღირებულება და მისი მნიშვნელობა. კერძოდ, როგორ გავანაწილოთ დრო პროდუქტიულად, რომ ჩვენი დროის დანახარჯი აბალანსებდეს ფასსა და ღირებულებას… რამდენად გავიაზრე დროის ღირებულება და მისი მნიშვნელობა, შევძელი თუ არა გამენაწილებინა დრო ეფექტურად ვერ გეტყვით, ვერც იმას გავაანალიზებ, რამდენად დააბალანსა დროის დანახარჯი მიღებულმა სარგებელმა მაგრამ… ერთი რამ შევძელი – ვისწავლე აუცილებელი და სასურველი დროის განაწილება და განსხვავება. აუცილებელში მოვათავსე რიგი საქმეების ჩამონათვალი. ვალდებული ვიყავი, დღის გარკვეული პერიოდი დამეთმო სამსახურისთვის, განათლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის… და აი, სასურველი დრო კი სასურველი ადამიანისთვის გადავდე!

მოკლედ, მართალია, ვერც პრობლემები მოვიტოვე უკან, ვერც ტელეფონი გამოვრთე (რადგან პრობლემების გამრავლებას ავერიდე) და ვერც ინტერნეტს მოვწყდი (შესაბამისად, ვერც ზღვა მოვინახულე), მაგრამ ერთი რამ დავიჯერე: ნუ დახარჯავთ მას უქმად! ის არ გელოდებათ! სანაცვლოდ… მართალია, დრო არის ის, რისი დაბრუნებაც შეუძებელია! მაგრამ… მე ონლაინ ურთიერთობები რეალური ცხოვრებით ჩავანაცვლე! მე სხვებს არ დავემსგავსე!

ვზივარ კვლავ ჩემს კომპიუტერთან და ჩავკირკიტებ მედიამონიტორინგს… ტელეფონიც თავს ხშირად მახსენებს და წკმუტუნებს… წკმუტუნებს იმ იმედით, რომ ჩვენ ზღვას ერთად აუცილებლად მოვინახულებთ… ზამთარში!

„ონლაინ ურთიერთობებს რეალური ცხოვრება ჩავანაცვლე! „ ანუ „ჩვენ ზღვას ერთად აუცილებლად მოვინახულებთ... ზამთარში!“