ჩემი ცამეტი – ნუ გამომყვები, უბრალოდ გაიზიარე

ჩემი ცამეტი – ნუ გამომყვები, უბრალოდ გაიზიარე

ცამეტი

 

ყოველი დღე სხვადასხვანაირად იწყება და მთავრდება. არსებობს ჩვევები, რომლებსაც გამომუშავება სჭირდება. არსებობს წესებიც, რომლებიც სამუშაო საათებს ბევრად ნაყოფიერს ხდის. ყველა ადამიანს თავისი დღის წესრიგი აქვს. მე მაშინ ვთვლი დღეს წარმატებულად, როდესაც ცამეტი სრულდება.

ცამეტი პრინციპია, რომელსაც არასდროს ვარღვევ.

ცამეტი იმიტომ, რომ ჩემი ბედნიერი რიცხვია.

მოაკელით, ან დაამატეთ თქვენი ვარიანტები. ნუ გამომყვებით, უბრალოდ გაიზიარეთ 🙂

1. განწყობა შეიქმენი სახლში – ჩაიხედე სარკეში გასვლის წინ, არ გახვიდე გარეთ, ვიდრე საკუთარ თავში იმ თვითდაჯერებას არ იპოვი, რაც მთელი დღის განმავლობაში უნდა გაგყვეს. გინდა შეცვალო რამე? შეცვალე! თუნდაც სამსახურში დაგვიანების ხარჯზე. თუ თავი არ მოგწონს, ეს მუშაობის ხარისხსაც მნიშვნელოვნად ეტყობა ხოლმე.

2. დაიწყე დილა ყავით და შოკოლადით, სამუშაო განწყობას მნიშვნელოვნად ამაღლებს. დაამუღამე, რა გაგრძნობინებს თავს ბედნიერად და ნუ მოიკლებ ამ სიამოვნებას, წინ დატვირთული სამუშაო დღე გელის.

3. დაალაგე საქმე პრიორიტეტების მიხედვით. ხანდახან ამის გარკვევას მთელი დღე სჭირდება ხოლმე, ამდენი დროის დაკარგვას, ჯობს ჩამოწერო დავალებები და დაიწყო იმით, რომელიც ყველაზე მოკლე დროშია საჩქარო.

4. ლანჩის დრო, თუ ყავის შესვენება მაშინ მოუწყვე შენს თავს, როცა ერთ კონკრეტულ დავალებას ამოწურავ. განტვირთვის შედეგად, ხანდახან თავიდან გეხარჯება ენერგია აზრების მოკრეფისთვის.

5. იდეა თუ არ გაქვს და არ იცი რითი დაიწყო, გახსენი ფაილი და უბრალოდ დაწერე პირველი სიტყვა, მუზა ხშირ შემთხვევაში კონცენტრირებისთვის თავის იძულებისას მოდის

6. რაც არ უნდა ბევრი საქმე გქონდეს, როგორი მოუცლელიც არ უნდა იყო, უპასუხე ყველა ზარს და ყველა მეილს, ან მოინიშნე გამოტოვებულ საკითხებში. დღის ბოლოს გადაამოწმე, ხომ არაფერი გამოგრჩა.

7. მოეკიდე ყველა საქმეს პასუხისმგებლობით. თუ იღებ შესრულების ვალდებულებას, დაიცავი ხარისხი, თუნდაც იყოს ნაკლებად ანაზღაურებადი შენთვის. თუ თემა არ გაინტერესებს, თავიდანვე თქვი უარი და გადააბარე სხვას.

8. ნუ იქნები გაქცევაზე, სამსახურიდან გასვლის გადაწყვეტილებას მაინცდამაინც 6 საათზე ნუ მიიღებ, დაახარისხე საქმეები და განსაზღვრე, მოიცდის თუ არა ხვალამდე და მოასწრებ თუ არა ხვალ.

9. ნუ გამოიყენებ ფეისბუქს საჩათაოდ, თუმცა ნურც სულ დახურავ. რა იცი რა ხდება, ხანდახან საქმე სოციალურ ქსელშიც კეთდება.

10. დაარეფრეშე საკუთარი თავი შეძლებისდაგვარად, გამონახე მიზეზები ფეხზე ასადგომად, ამას დაღლილობასთან შებრძლოლება ქვია.

11. გაიღიმე ხშირად, თუნდაც არ გეღიმებოდეს. თავის მოტყუება ხშირ შემთხვევაში იდეალური გამოსავალია დეპრესიისგან თავის დასაღწევად.

12. დაუთმე შეხვედრას იმდენი დრო, რამდენიც ჭირდება. ნუ გაწელავ, გახსოვდეს, რომ დრო ყველაზე ძვირფასია, რაც გაქვს.

13. მართე შენი გრძნობები და ნუ მოახვევ გარშემომყოფებს თავს შენს ცუდ ხასიათს. პირადი პრობლემები და საკუთარ თავთან ბრძოლა ყველას აქვს, მაგრამ ჯობს კარჩაკეტილი დავტოვოთ სახლში, არსად გაიქცევა 🙂

 

//]]>