მსურს, სამი წლის განმავლობაში ჯეპრაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკეთ მოვუყარო თავი

მსურს, სამი წლის განმავლობაში ჯეპრაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკეთ მოვუყარო თავი

ჯეპრასა და პიარსკოლის პრომოუშენ მენეჯერი, ნუნუკა ნებურიშვილი 2019 წელს აფასებს.

2019 წელი ჩემთვის ბევრი სიახლის წელი იყო: დავამთავრე უნივერსიტეტი, მეტი დრო მქონდა ჯეპრასთვის და ჯეპრას პროექტებისთვის. ბევრ ახალ და საინტერესო პროექტში ჩავერთე, რომლებმაც ძალიან კარგი გამოცდილება შემძინეს.

ვთვლი, რომ წლიდან წლამდე ჯეპრა ვითარდება და ნელ-ნელა ყველა იმ დასახულ ამოცანას ასრულებს, რომლებსაც სტრატეგიულ შეხვედრებზე განვიხილავთ.

მსურს, სამი წლის განმავლობაში ჯეპრაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკეთ მოვუყარო თავი და უფრო ნაყოფიერად გამოვიყენო მომავალ პროექტებში.