მჯერა, შეუსრულებელი გეგმების ნაწილი 2020 წელს აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება

მჯერა, შეუსრულებელი გეგმების ნაწილი 2020 წელს აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება

ქეთევან გალუმაშვილი, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, შეხვედრების სივრცე – აღმასრულებელი მენეჯერი 2019 წელს აფასებს. 

ჯეპრაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილების მიუხედავად, მაინც სულ ახალი ცოდნის და გამოცდილების ძიებაში ვარ. თუ წინა წლებში,  პროექტებიდან გამომდინარე, უფრო მეტად პიარ კონსულტაციითა და მარკეტინგული კომუნიკაციებით ვიყავი დაკავებული,  2019 წელი – გაყიდვებსა და ციფრულ მარკეტინგს მივუძღვენი.

დავეუფლე ახალ პროფესიას! რადგან დღეს ციფრულ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, შესაბამისად, ციფრული მარკეტინგის, როგორც დარგის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა  ჩემთვის  საინტერესო აღმოჩნდა –   გავიარე სპეციალური სასწავლო კურსი ციფრულ აკადემიაში.  ახლა ვარ სერთიფიცირებული ციფრული მარკეტერიც.

ჩემი საყვარელი პროექტია ჯეპრას კომპეტენციის ცენტრი “შეხვედრების სივრცე ”, რომელსაც გახსნის დღიდან ვკურირებ და, ერთად, უკვე მრავალ ღონისძიებასა და ტრენინგს ვუმასპინძლეთ.

2019 წელი  რაღაცნაირად საგამოცდო წელი გვქონდა და მან წარმატებით ჩააბარა, მთელი წელი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ვიმუშავეთ წლის ბოლომდე.  მას ვუვლი, ვუფრთხილდები.. სახელდებაც მე მეკუთვნის და, მოკლედ, „შვილივით“ შევიყვარე. შეხვედრების სივრცე – ეს არის ჯეპრას სერვისი და პროდუქტი, მრავალფუნქციური გარემო საქმიანი შეხვედრებისთვის.

აზრების გაცვლის, სადისკუსიო პანელების, სამუშაო შეხვედრებისა  თუ სემინარების ჩატარების კომფორტული და ღია ადგილებით, თბილისი არცთუ ისე არის განებივრებული. შეხვედრების სივრცე კი მომხმარებელს განსხვავებულ გარემოს სთავაზობს.  სუპერპრესტიჟული სასტუმროების შეხვედრების სივრცეებისგან განსხვავებით  აქ მსურველებს შეუძლიათ გაერთონ, იხმაურონ, შეიცვალონ გარემო და სამსახურის სივრცის ყოველდღიურობისგან გათავისუფლდნენ, თავისი იდეები ორიგინალური ფორმით წარმოადგინონ ყოველგვარი კორპორატიული ფორმალობების დაცვის გარეშე, ანუ იყვნენ ისინი, ვინც არიან და გათავისუფლდნენ დამთრგუნველი შებოჭილობისგან.

სწორედ ამიტომაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრების სივრცე არის ადგილი, პლატფორმა, სადაც სულ რაღაც ხდება!  #აქსულამბებია

ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?

2019 წელი  რთული და არასტაბილური წელი იყო. გაძლების, თავის გატანის, დაფიქრების, ანალიზის და ძიების წელი. თუმცა, წლის ბოლოსკენ არსებულმა ცვლილებებმა საინტერესო სიახლეების იმედი გააჩინა. ამიტომაც მჯერა, შეუსრულებელი გეგმების ნაწილი 2020-ში აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება. 

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

მწყდება გული მხოლოდ იმაზე,  რაც არ გავაკეთე, ან  რისი შესაძლებლობაც არ მომეცა. მიხარია – ის, რომ ენერგიით ვარ სავსე და მზად ვარ ახალი გამოწვევებისა და ბრძოლისთვის, შევცვალო მომავალი უკეთესობისკენ!

2020 წელი ჩემთვის არის აქტივობის წელი!  აქცენტს კომპეტენციის ზრდაზე, სწავლასა და წინსვლაზე გავაკეთებ. წელს მინდა დრო დავუთმო ძალიან საინტერესო საავტორო პროექტს, რომელიც წინა წლებში ბევრი ხელისშემშლელი მიზეზის გამო ვერ განვახორციელე. გეგმაში მაქვს –  მას მივუძღვნა ეს წელი. ნაპოვნი მაქვს ჩემი „ლურჯი ოკეანე“. 

პოპულარობისა და აქტუალურობის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა და მისი არსი ბევრისთვის მაინც ბუნდოვანია. დღემდე ვერ არჩევენ რა განსხვავებაა რეკლამასა და პიარს შორის, ციფრული მედიის განვითარების ფონზე კი -სოციალური მედია მენეჯმენტი და  ციფრული მარკეტინგი ჰქონიათ პიარ ტექნოლოგიები.  ჩემი სურვილია, ეს ტენდენცია შეიცვალოს. პიარი, როგორც პროფესიული სისტემა უფრო განვითარდეს. დამსაქმებლებმა და  დამკვეთებმა გააცნობიერონ, რომ იმიჯი და რეპუტაცია მნიშვნელოვანია მათი წარმატებისთვის. სწორედ ეს გაზრდის მოთხოვნას და საჭიროებას პიარის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიმართ.

როგორც ვთქვი ზემოთ, მიუხედავად დაძაბული, არასტაბილური წინა წლისა, სიაახლეების მოლოდინი 2020-ში ძალიან დიდი მაქვს. მჯერა, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება დამოკიდებულება სფეროსადმი და დაფასდება ცოდნა და კომპეტენცია.

//]]>