მისიის მოდელის ტილო

მისიის მოდელის ტილო

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მართვის სტილი და პრინციპები განსხვავდება კომერციული ორგანიზაციებისგან, რაც გამოწვეულია მათი სამიზნე აუდიტორიასა თუ სერვისების ბენეფიციარებს შორის განსხვავებით.

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ორგანიზაციული განვითარებისათვის საჭირო ფინანსების სიმწირე – მათ მიერ კონკრეტული პროექტის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების მიმართვა შესაძლებელია და საკმარისია მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანების მისაღწევად. შედეგად კი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარება და მდგრადობა დგება საფრთხის ქვეშ.

ერთის მხრივ, ბიზნეს-გეგმის კლასიკური ფორმატი მესამე სექტორის ორგანიზაციებისთვის შინაარსობრივად რთული, მოუხერხებელი და გამოუსადეგარია, მეორეს მხრივ კი, პროექტების მიხედვით დაგეგმვა იწვევს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების დანაწევრებას და ხელს უშლის  სრული სურათის აღქმას.

ჯეპრა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თავაზობს განვითარების ინოვაციური მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მორგებულია არამომგებიანი, მისიაზე ორიენტირებული კავშირებისა და ფონდებისთვის.

ჯეპრას გუნდისა და ინოვაციური მეთოდოლოგიის დახმარებით, თქვენ შეძლებთ:

  • აღწეროთ, გაანალიზოთ, გააუმჯობესოთ, შეცვალოთ მისიის არსებული მოდელი;
  • შექმნათ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მისიის მართვის ინოვაციური მოდელი;
  • შექმნათ ფასეული შეთავაზება, რომელიც შეესაბამება თქვენს მისიას;
  • შემოიკრიბოთ ფასეული შეთავაზების მხარდამჭერი ჯგუფები;
  • დააინტერესოთ დონორები თქვენი ფასეული შეთავაზებით;
  • ჩამოაყალიბოთ ბენეფიციარებისა და დონორების საჭიროებებზე მორგებული სერვისები/პროდუქტები;
  • მოახდინოთ თქვენი სერვისების არეალის გაფართოება და ბენეფიციარების რიცხვის ზრდა;
  • გააუმჯობესოთ კომუნიკაცია დონორებთან და ბენეფიციარებთან;
  • მართვადი და მოქნილი გახადოთ მისიის მიღწევის პროცესი;
  • დახვეწოთ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი.