მინდა რომ ჩემი შეცდომები გამოვასწორო და თავი გამოვცადო, რამდენად შემიძლია მოკლე დროში განვითარება

მინდა რომ ჩემი შეცდომები გამოვასწორო და თავი გამოვცადო, რამდენად შემიძლია მოკლე დროში განვითარება

ჯეპრას პრომოუშენ და პიარსკოლის რეპუტაციული მენეჯერი, ნუნუკა ნებურიშვილი 2018 წელს აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

2017 წელს სტაჟიორი ვიყავი, აქედან გამომდინარეც 2018 ბევრად კარგი წელი იყო. ჯეპრას პრომოუშენის გარდა პიარსკოლა ჩამაბარეს, მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ვისწავლე ძალიან ბევრი რამ და მეტად ვიგრძენი თავი ჯეპრას თანამშრომლად.

რით იყო გამორჩეული?

  • დავასრულეთ ჯეპრას 2017 წლის ენუალ რეპორტზე მუშაობა;
  • გავხდი პიარსკოლის რეპუტაციული მენეჯერი;
  • ის საქმეები, რომლებსაც ვაკეთებდი, მაგრამ ხშირად მავიწყდებოდა 🙂 უფრო გავითავისე და ეხლა ბევრად მარტივად ვასრულებ მათ.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის? 

ჯეპრას პრომოუშენს თუ ავიღებთ – ენუალ რეპორტს გამოვყოფდი, ყველაზე შრომატევადი და განსხვავებული საქმე იყო.  

რაც შეეხება პიარსკოლას, პირველად მქონდა შეხება ჯგუფების მართვასთან და სხვა ისეთ პროცედურასთან, რომელსაც პიარსკოლის საქმეები მოიცავს. ალბათ, განსაკუთრებული შემოდგომის სეზონზე ის იყო, რომ 11 წლის განმავლობაში პიარსკოლას პირველად ყავდა 3 ჯგუფი.

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტრატეგიულ შეხვედრებზე დაგეგეგმეთ?

მგონია, რომ ჯეპრას შრომა იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მიუხედავად იმისა, შევძელით თუ არა ყველა გეგმის ბოლომდე შესრულება 2018 წელს.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

გული მწყდება იმ უაზრო შეცდომებზე, რომლებიც არ უნდა დამეშვა, მაგრამ მათი წყალობით ეხლა ზუსტად ვიცი რა არ უნდა გამომეპაროს თვალთახედვიდან, რომ იგივე არ გავიმეორო. მიხარია, რომ ჯეპრაში ვარ და შემიძლია ჩემი შეცდომები გამოვასწორო და მათი გათვალისწინებით ჩემი საქმეები გავაუმჯობესო.

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

გარდა იმისა, რომ ჯეპრას პრომოუშენისა და პიარსკოლის გეგმის შესრულებაზე ვმუშაობ, მინდა რომ ჩავერთო პროექტებში და მათი მართვის კუთხითაც მივიღო გამოცდილება. ვაპირებ, რომ ჩემი ყველა შეცდომა  გავაანალიზო და გამოვასწორო. პირველ რიგში, თავი გამოვცადო, რამდენად შემიძლია მოკლე დროში განვითარება.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ? 

იქიდან გამომდინარე, რომ პიარი მეტად მოთხოვნადი გახდა, ასე თუ ისე გაიზარდა ცნობიერება ამ სფეროს მიმართ, მეტად დასჭირდებათ კომპანიებს პიარ საკონსულტაციოების დახმარება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯეპრა მუდმივად ვითარდება და მომხმარებლებს სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს, ვფიქრობ,  ბაზარზე არსებული ყველა მოთხოვნას თავისუფლად დავაკმაყოფილებთ.