მე, იტალია, ფეხბურთი, მსაჯური ლოგიკა და… სიყვარული

მე, იტალია, ფეხბურთი, მსაჯური ლოგიკა და… სიყვარული

მე, იტალია, ფეხბურთი, მსაჯური ლოგიკა და... სიყვარული

 

რატომ მიყვარს ფებურთი? „ნიშანდობლივად“ ვერაფერს გეტყვით… ალბათ იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს უყვართ და ფავორიტი გუნდის წარმატება ახარებთ… მაგრამ ვიდრე ამ უჩვეულო სიყვარულს აღმოვაჩენდი ჩემში და უფრო მეტიც, ფავორიტი გუნდი ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდებოდა, ცუდ ხასიათს კარგი სიმღერითა თუ საინტერესო ფილმით ვიხალისებდი! ახლა კი არსებობს ერთი ხმაურიანი ადგილი, სადაც შეგიძლია ცხოვრებისეული წვრილმანებისგან განიმუხტო, იყო იქ და უბრალოდ გიხაროდეს როგორ უხარია სხვას!

მოკლედ, დავრწმუნდი – ფეხბურთი არის სანახაობა. სანახაობა, რომელსაც ერთი გამარჯვებული და ათასობით გულშემატკივარი ყავს. თუმცა, გამარჯვებამდე ძალიან ბევრი სიძნელის გადალახვა და მოგერიება უწევთ. ფეხურთი იქით იყოს და… მეც მუდამ ვისწრაფოდი გამარჯვებისკენ, წარმატებისკენ, მყავდა გულშემატკივრები, მიწევდა „რაღაცებისა“ თუ „ვიღაცების“ მოგერიება, თუნდაც იმიტომ, რომ „უბრალოდ მიყვარდა.“

მოკლედ, საერთო აღმოვაჩინე, ეს ყველაფერი მომეწონა, გავითავისე, შევისრუტე და აღარ მოვშორდი!

“ვიკიპედია” ფეხბურთის შესახებ გვეუბნება: ეს არის გუნდური სპორტი, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე, საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს მეკარის გარდა ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითი მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს.

სიყვარული კი… ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოციაა. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. სიტყვა ‘სიყვარული’ შეიძლებასხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს – დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ესსაჭმელიმიყვარს“), დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემიპარტნიორიმიყვარს“).

რადგან საჭმელი ნაკლებად მიყვარს… ჩემი პოსტი ძირითადად სიყვარულის მეორე ვარიანტს ეძღვნება – „მე ის მიყვარს.“

ერთი სიტყვით, “ვიკიპედია” ფიქრობს, აზროვნებს და „გვეთამაშება“. ფაქტია ჩვენზე მეტს გრძნობს და ჩვენზე მეტიც იცის.

ყველაფერი კი ასე დაიწყო…

იმ დღეს ყველაფერი იდეალურად გამოვიდა – დაწყებული ამინდით, დამთავრებული განწყობით. ათობით ფანი ერთ ადგილას! „ფანი“ ისე, პირობითად, თორემ ისინიც ჩვეულებრივი ადამინები არიან, რომელთაც ერთი მიზანი აქვთ: უყვართ ფეხბურთი და სურთ მათმა ფავორიტმა გუნდმა რაცშეიძლება მეტი გოლი გაიტანოს და ჩემპიონი გახდეს. „ბებერი ქალბატონი“ დანარჩენი „ახალგაზრდების“ წინააღმდეგ. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს მეც „მოვიწამლე“ და ნებით თუ უნებლიედ გავხდი „იუვენტუსის“ ფანკლუბის ოფიციალური წევრი… უკვე „მოწამლულმა“ „სექტაში“ გავაერთაინე ჩემი საყვარელი ადამიანებიც… (მადლობა ლევანს!)

ჩვენ და ჩვენი ცხოვრებისეული მსაჯები

შესაძლოა არ გიყვარდეს ფეხბურთი, მაგრამ გიზიდავდეს გუნდური თამაში ე.წ. წესების დაცვით. თუმცა, ზოგჯერ წესებს ვარღვევ, რადგან სულ მიმტიკიცებენ, რომ წესები იმისთვის არსებობს, რომ დაცვასთან ერთად დაარღვიო კიდეც, რათა ცხოვრება უფრო საინტერესო და აზარტული გახადო. მოკლედ, არ მიყვარს ფეხბურთის ტაბუ დადებული წესები, მაგრამ მიყვარს ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ხშირად არა მართკუთხა მინდორზე, არამედ მთელ ორბიტაზე „ვთამაშობ“. დაცვაშიც მითამაშია და თავმდამსხმელიც ვყოფილვარ, მეკარეობა არ მიცდია, რადგან ერთ ადგილზე ყოფნა და მდგომარეობის შორიდან აღქმა არ მიყვარს. მომწონს როდესაც პროცესში თავად ვიხარშები. მე და ჩემი გუნდის წვერებს ბურთიც გაგვიტანია მოწინააღმდეგეთა კარში, ხელიც გვიხმარია და ფეხიც, თუმცა ზოგჯერ… დავმარცხებულვართ კიდეც! ალბათ ყველაფერი ჩვენი ცხოვრებისა თუ ცხოვრებისეული მსაჯების „დამსახურებაა“, რომლებიც ზოგჯერ არასამართლიანად გვექცევიან/იქცევიან: გვაჯარიმებენ, ზოგჯერ პენალტსაც გვინიშანვენ, გვაფრთხილებენ და უხეშობის გამო მოედანსაც გვატოვებინებენ. ეს არის „მსაჯური ლოგიკა“, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგები თამაშში, მაგრამ ცხორებაში უბრალოდ არ უნდა უსმინო მათ!

ცოტა რამ „თამაშგარე დარჩენილებზე“ და ჩაუთვლელი გატანილი გოლი…

მეც ალბათ 40 წელზე მეტი მომიწია ჩემს მართკუთხა მოედანზე თამაში. ბევრი ყვთელი და წითელი ბარათი მერგო, ზოგი დამსახურებულად, ზოგიც დაუმსახურებლად… ბევრი კუთხური ჩავაწოდე, ჯარიმაც დავარტყი, ზოგჯერ „დამარტყმევინეს“, მაგრამ იყო პერიოდი, როცა მართალია გოლი გავიტანე, მაგრამ „თამაშგარე“ აღმოვჩნდი…

მაგრამ ყველა დამარცხებულ თუ „თამაშგარე“ დარჩენილ გუნდს შანსი ყოველ 4 წელიწადში ეძლევა – გახდეს მსოფლიო ჩემპიონი, არც მე ვარ გამონაკლისი და… ეს შანსი მეც მომეცა, მაგრამ არა ყოველ 4 წელიწადში ერთხელ – „ჩვენში“ ეს შანსი ყოველ წამს გეძელვა. უბრალოდ ხელიდან არ უნდა გაუშვა… შესარჩევი თამაშები წარმატებით გადავლახე, ჰოდა ველი „ჩემპიონატს.“

ე.წ. მსაჯებს კი ვურჩევ, სტრატეგია შეცვალონ, „წითელი ბარათი“ ყოვლეთვის არ ამართლებს, ზოგჯერ ის სხვისთვის წარმატების მომტანია! წითელმა ბარათმა „ჩვენ“ ერთ გუნდად გვაქცია…

და ბოლოს…

“ვიკიპედია” მსაჯების ვალდებულებებსა და უფლებებზე წერს: „თამაშის წესების დაცვის უზრინველყოფა; აკონტროლოს მატჩის მსვლელობა დამხმარე მსაჯებთან ერთად და აგრეთვე, თუ საჭიროა სათადარიგო მსაჯთანაც; უზრუნველყოს, რომ უცხო პირებმა ვერ შეძლონ მოედანზე შემოსვლა; დროებით წყვეტს ან საერთოდ აჩერებს მატჩს ნებისმიერი გვერდითი ჩარევის შემთხვევაში“ და ა.შ.

რაც შეეხება მოვალეობებს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: მისი ძირითადი მოვალეობაა სიგნალის მიცემა, მაგრამ რამდენიმე შემთხვევის დროს: როცა ბურთი მთლიანად გადავა მოედნის ფარგლებიდან, როდესაც ფებხურთელი შესაძლოა დასასჯელი იყოს თამაშგარეში ყოფნისათვის ან რომელიმე გუნდი მოიპოვებს კუთხურის ჩაწოდების, კარიდან დარტყმის ან ბურთის აგდების უფლებას. ერთი სიტყვით, როგორც ყველგნ, აქაც ვალდებულბებსა და უფლებებს უფრო ვრცელი ადგილი უკავია, ვიდრე მოვალეობებს.

მოკლედ…

მოკლედ, დაუჯერეთ საყვარელ ადამიანს, მოუსმინეთ, გაითვალისწინეთ… გაგიჭირდებათ, მის მიმართ მუდამ სამართლიანი იყოთ ან სულ მართალი, მაგრამ მთავარია, არ გადააჭარბოთ და თამაშგარეთ არ აღმოჩნდეთ, სიყვარულშიც კი.

ცხოვრებისეულ მსაჯებს კი ნუ შეეწინაღმდეგებით, ისინი მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ თქვენს თამაშს თვალყური ადევნონ, შეაფასონ, კუდში გდიონ, შეცდომა დაგიფიქსირონ. მათი ჩვევაა, ზოგჯერ უსამართლოდაც მოგექცენ.

მე, იტალია, ფეხბურთი, მსაჯური ლოგიკა და... სიყვარული

P.S. და იტალია რა შუაშია? ბავშვობიდანვე მომწონდა და მიზიდავდა ეს ქვეყანა და იტალიელები, ჩემი ბავშვობის მუსიკის ფესტივალი „სანრემო.“ დღესაც კარგად მახსოვს ღამეებს როგორ ვათენებდი მის ყურებაში…

მასზე, მის საიყვარულსა და სიბერეში ახდენილ ოცნბებზე შემდეგ პოსტში…