ოთხშაბათი
აგვ272017

Less is more

Less is more

 

ხომ მსხდარხართ სუფრასთან, უამრავი საჭმელი რომაა ჩადგმული, სულო და გულო, რაც გინდა, მაგრამ უცებ გიქრებათ მადა და ისიც არ იცით ზრდილობისთვის მაინც რა გადაიღოთ.

რა საქმე უნდა ჰქონდეს ზევით მოყვანილს დიზაინთან?

ეს იგივეა რაც, მაგალითად, ვებგვერდის ერთ ჩაშლაზე არ უნდა ჩაყარო ყველაფერი; ისე არ უნდა დაალაგო თეფშები ერთმანეთზე, რომ ხიზილალა ბოლოს (ან არც ისე ბოლოს) ლობიოში ცურავდეს.

სივრცის ათვისება არ ნიშნავს იმას, რომ ადგილი საერთოდ არ დატოვო. სივრცის ათვისება ნიშნავს გააზრებულ მოქმედებას მოცემულ პალიტრაზე.

მაგალითისთვის, როცა გინდა მიწის ნაკვეთზე მოაშენო კაკალი, ითვალისწინებ კაკლის ჯიშს, სიმაღლეს, სიგანეში მისი გაფართოების დიამეტრს და შემდეგ იწყებ დარგვას. ძირიდან ძირამდე საშუალოდ ტოვებ 6-7 მეტრს, რომ ერთმა მეორეს განვითარებაში ხელი არ შეუშალოს.

ანუ, 600 კვ.მ. მიწის ფართობისთვის არ უნდა იყიდო 600 ძირი კაკალი ან თუნდაც სამასი… ან ასი. არ დაეტევა. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს განვითარებული ე.წ. design thinking; რაიმეს ხორცშესხმამდე ჩონჩხის წარმოდგენის უნარი.

დიზაინერი არ არის ადამიანი, რომელმაც გრაფიკული პროგრამები იცის, დიზაინერი არის ადამიანი რომელიც ფიქრობს!


მარიამ მურადაშვილი,
დიზაინერი
Share Button

ავტორის სხვა სტატიები

საუკეთესო სტატიები