კონსალტინგი საზღვრების გარეშე

კონსალტინგი საზღვრების გარეშე

ვინც არ იცის, აი უკვე მესამე წელია რაც ჯეპრა მსოფლიოს მოწინავე საკონსულტაციო კომპანიის ketchum-ის ქსელს შეუერთდა და გახდა იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მოიცავს.

ჯეპრასთვის მნიშვნელოვანი იყო გავცდენოდით საქართველოს ფარგლებს და კომუნიკაცია გვქონოდა ჩვენი პროფილის საერთაშორისო კომპანიებთან. გაგვეზიარა მეზობელი ქვეყნების გამოცდილება, გვეპოვა საერთო შეხების წერტილები და გაგვეხოციელებინა ერთობლივი პროექტები. ამჟამად, რამოდენიმე მსხვილი საერთაშორისო კლიენტი გვყავს და გარდა ამისა, ქათულ კომპანიებს ვთავაზობთ კონსალტინგს საზღვრების გარეშე – ამის შესაძლებლობა კი სწორედ ამ ქსელის წევრობამ მოგვცა და ვთვლი, რომ ეს ჯეპრას ძლიერი მხარეა.

წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით ქსელის რომელიმე წევრ ქვეყანაში, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, რეგიონალური და გლობალური ბაზრის ტენდენციები, ახალი იდეები, ბევრს ვსაუბრობთ პერსპექტივებზე, ერთობლივ შესაძლებლობებზე, განვითარებაზე და რათქმაუნდა კარგ დროს ვატარებთ ერთად!

გასვლითი შეხვედრისთვის მზადება დიდი ხნით ადრე იწყება და სააგენტოებს შორის მაღალი კონკურენციაა, თუ ვინ იქნება წლის მასპინძელი და რა კულტურულ-გასტრონომიული პროგრამა მოჰყვება მძიმე სამუშაო დღეს.

წელს რიგით მეთერტმეტე შეხვედრა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა, რამაც ფრიად გაგვახარა და პირდაპირი რეისით ავღმოჩნდით ამ მშვენიერ ქალაქში. წლევანდელი შეხვედრა იმითაც გამოირჩეოდა, რომ ჯეპრა იყო წარმოდგენილი მძიმე არტელერიით – ჩემი, სოსო გალუმაშვილის და კახა მაღრაძის სახით. ქსელის უკლებრივ ყველა წევრი ქვეყანა  ესწრებოდა შეხვედრად და როგორც იქტყვიან, “FULL HOUSE” იყო! სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა Ketchum-ის Chief Engagement Officer агентства Ketchum.

შეხვედრის ფორმატი მოიცავდა საქმიან შეხვედრას, სადაც მთელი დღის განმავლობაში განვიხილავდით თითოეულ ბაზარზე არსებულ სიტუაციას, განხორციელებულ პროექტებს და ვისახავდით სამომავლო გეგმებს.

მსოფლიოს ყველა ბაზარზე საერთო ტენდენციები შეიმჩნევა და მნიშვნელოვანია, დროზე მოახდინო რეაგირება და რეპოზიცონირება, რათა არ აღმოჩნდე დროს ჩამორჩენილ კომპანიების რიცხვში.

მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა და ამ ცვლილებებს ყველანი ვგძნობთ და ვიცვლებით ჩვენც, ვავითარებთ ახალ სერვისებს, ვაფართოვებთ კომპეტენციის  სფეროებს, ახალ პროექტებზე ვმუშაობთ, რათა შევინარჩუნოთ ზრდისა და განვითარების სწრაფი ტემპი.

სუფრაზე დაშლა არ მოშლის სადღეგრძელოც დაილია და ყველანი ისევ ჩვენ პროექტებს დავუბრუნდით, განახლებული ენერგიითა და ახალი დიადი/ნათელი იდეებით!

P.S. ყველაზე მთავარი, რაც ამ კავშირმა დაგვანახა, არის ის, რომ, ჯეპრა თავის კლიენტებს აწვდის ისეთ სერვისებს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანია და აქვს განვითარების პერსპექტივა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

//]]>