იურიდიულ დავებთან დაკავშირებული კომუნიკაცია

იურიდიულ დავებთან დაკავშირებული კომუნიკაცია

მიუხედავად რეაგირებისა და პრობლემის აღმოფხვრისა, ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია ხშირად ვნებს კომპანიის რეპუტაციას.

იურიდიული დავების დროს, საქმის მოგება ყოველთვის არ იძლევა იმის გარანტიას, რომ საზოგადოებრივი აზრი დადებითად შეიცვლება კომპანიის მიმართ. კრიზისის მართვა რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც ერთნაირად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც კრიზისის დროს, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში.

ჯეპრა გთავაზობთ იურიდიულ დავებთან დაკავშირებული კომუნიკაციის სერვისს, რაც გულისხმობს ანტიკრიზისული გუნდის შექმნას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სპიკერ-ადვოკატების, მრჩევლებისა და საკომუნიკაციო სფეროს სტრატეგებისგან.

ჩვენი გუნდი  დაგეხმარებათ სწორ მანევრირებაში, რისკების მინიმუმამდე დაყვანასა და კრიზისის დროს რეპუტაციის, პოზიტიური ურთიერთობებისა და სანდოობის შენარჩუნებაში.

კრიზისის დროს ჩვენ ვიმუშავებთ შემდეგ საკითხებზე:

  • არსებული კრიზისული გეგმის ადაპტირება პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე
  • კრიზისის პერიოდში სპიკერებთან რეგულარული თანამშრომლობა
  • სწორი აქცენტებისა და საჭირო მესიჯების დამუშვება
  • მედიამონიტორინგი

კრიზისის სწორად მართვის შედეგად:

  • მინიმუმამდე დაგვყავს დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება
  • პრობლემაზე სწრაფი რეაგირებით, ხელს ვუშლით კრიზისის გამძაფრებას
  • სწორი მანევრირების შედეგად ხდება კომპანიის სუსტი მხარეების გამოვლენის საფრთხის თავიდან აცილება
  • კომპანიას ვიცავთ ფინანსური ვარდნისა და რეპუტაციის შელახვისგან
  • კრიზისული გუნდი მუშაობს პოსტკრიზისული პერიოდის ანალიზზე, კრიზისის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიკაციასა და ეფექტიანი პოსტკომუნიკაციის წარმოებაზე

იურიდიულ დავებთან დაკავშირებული კომუნიკაციის სერვისის მიზანია, დავის წარმოების საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და კლიენტების დახმარება, რათა დავის დასრულების შემდგომ, კრიზისის მიერ მიყენებული ზიანი უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას.