ინოვაციური ბიზნესმოდელი

ინოვაციური ბიზნესმოდელი

მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები ფუნდამენტური და ინოვაციურია. იცვლება როგორც გარემო, ასევე აქამდე აპრობირებული სტრატეგიები და მეთოდოლოგიები, რომელიც აქამდე იდეალური და შეუცვლელი ჩანდა.

კონკურენციის ახალი ფაქტორები, კომპანიებს უბიძგებს, შეცვალონ პაექრობის ვექტორი და მუდმივად სიახლის მაძიებლის როლში ამყოფონ როგორც ლიდერები, ასევე მათი მიმდევრები. კონკურენციის მამოძრავებელი აღარ არის პროდუქციისა თუ სერვისის ხარისხი, ეს უკვე ბუნებრივი მოთხოვნაა. სანაცვლოდ, კონკურენცია მიმდინარეობს ფასეული წინადადების შეთავაზების სფეროში.

მენეჯმენტის საერთო ხედვის ჩამოყალიბება კომპანიის განვითარების პერსპექტივების შესახებ, ხელს უწყობს ორგანიზაციას არსებული გამოწვევების დაძლევასა და უნიკალური ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებაში.

ინოვაციური ბიზნეს მოდელის შექმნა კონკურენტებისგან კომპანიის დიფერენციაციის საუკეთესო გზაა, რომელიც კრიტიკული ფაქტორების ურთირთკავშირის მეშვეობით უზრუნველყოფს გრძელვადიან წარმატებას.

ინოვაციური ბიზნეს მოდელის შექნის ძირითადი ამოცანა სფეროში არსებული დომინანტური ბიზნეს ლოგიკის მითების მსხვრევა, სტატუს-კვოს დარღვევა და ბიზნესის წარმოების ახალი  წესების შემოტანაა ბაზარზე.  ასეთი ტიპის მოდელის გამოყენებით, მსოფლიო სამეწარმეო რუკა  და ლანდშაფტი დრამატულად შეიცვალა, ხოლო კომპანიები, რომლებიც იყენებენ ინოვაციურ ბიზნეს მოდელს, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ათეულში არიან.

ჯეპრას ინოვატორების გუნდის დახმარებით და ინოვაციური ბიზნეს მოდელის დანერგვით, თქვენ შეძლებთ:

  • საკუთარი ბიზნესის პოტენციალის სრულყოფილად განსაზღვრას და არსებული ფინანსური, მატერიალური და ადამიანურ რესურსების სწორად გადანაწილებას, დამატებითი მოგების მიღების მიზნით;
  • ცვლილებების განხორციელებას დანაკარგების გარეშე;
  • მოქნილი სტრატეგიის მოკლე დროში ფორმულირებას, რომელიც ადაპტირებული იქნება გარემო ფაქტორების ცვლილებებზე;
  • ახალი ფასეული წინადადების შეთავაზებას მომხმარებლისთვის;
  • კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას გრძელვადიან პერსპექტივაში;
  • უცხოურ ბაზრებზე წარმატებულ შესვლას;
  • ბიზნესის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას, სადაც თქვენ დააწესებთ თამაშის წესებს, შექმნით ახალ შეფასების სისტემას;
  • პროდუქტების, სერვისებისა და პროექტების სტანდარტიზებული შაბლონების შემუშვებას;
  • გუნდის შეკავშირებას, მათთვის მკაფიო მიზნების და ამოცანების დასახვის და საერთო მიზანში საკუთარი წვლილის განსაზღვრის გზით.