გზა გასავლელი, გავლილი, თუ დასაფენი….

გზა გასავლელი, გავლილი, თუ დასაფენი….

ყველა გზას თავის გზა აქვს ამ ქვეყნად..

ყველა გზას, თავისი ფიქრი და გულისფეთქვა მოყვება.. გზას გავდივართ.. გამოვდივართ, ავივლით, ჩავივლით. ისიც სუნთქავს, ისე, როგორც ჩვენ ვსუნთქავთ..

ჩვენ, ჯეპრელებს გვაქვს წესად ქცეული, რომ ყველანი ვწერთ პოსტებს. ვწერთ ჯეპრას ბლოგისთვის. ზოგს წერა ნაკლებად უყვარს და იღებს ვიდეოს, ან ფოტოებს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ჯეპრაში კი ყველა განსხვავებულია.. გინახავთ ერთ კომპანიაში ამდენი მხატვარი? მწერალი? მსტვენელი? მეზღაპრე?

ჩვენმა თანამშრომელმა, მარიამ მურადაშვილმა, გადაიღო ვიდეო. ვიდეო არის იმ გზაზე, რომელსაც მარიამი, ყოველ დილით გადის სახლიდან სამსახურამდე. ნახეთ როგორია დინამიკა. როგორ იცვლება ფერი, ხმაური, მგზავრები, ქუჩები..

გზა-გასავლელი, გავლილი, თუ დასაფენი.. თავისი ჩურჩულითა და ხმაურით.. უბრალოდ ნახეთ და მოუსმინეთ..