გული მწყდება რომ წელიწადში მხოლოდ 365 დღეა და მეტის გაკეთება ვერ მოვასწარით

გული მწყდება რომ წელიწადში მხოლოდ 365 დღეა და მეტის გაკეთება ვერ მოვასწარით

ჯეპრას აღმასრულებელი დირექტორი, ეკატერინე ჟვანია 2018 წელს აფასებს. 

პოზიტიური სიახლეებით სავსე წელი მქონდა, ზოგადად ვცდილობ ყველა მოვლენაში მაქსიმალურად დავინახო პოზიტივი და აუცილებლად გამოვიტანო დასკვნები.

რით იყო 2018 წელი გამორჩეული?

როგორც კომპანიის მენეჯერისთვის ახალი ტიპის პროექტებით, სტაჟირების ახალი სისტემით, ახალი თანამშრომლების აყვანით.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის? 

მეამაყება ჯეპრას მიერ საქართველოში სიესარ სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი, იქნება ეს 2018 წელს პირველად ჩატარებული სიესარ ჯილდო თუ სხვა აქტივობები, რომელიც განვახორციელეთ ამ მიართულებით.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

რაც შეეხება ჩემ პირადი გეგემებს, კმაყოფილი ვარ მათი შესრულებით, მაგრამ არის რაღაცეები რისთვისაც ვერ მოვიცალე, ესეც ალბათ იმიტომ რომ მტკიცედ არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი… გამოდის, რომ მაიც ვყოყმანობ რაღაცეებზე, მათი დროც მოვა…

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?

კომპანიისთვის კარგი წელი იყო, მიუხედავად ბევრი გარე ფაქტორისა, რომელიც მოქმედებს ჩვენს საქმიანობაზე. მისია 2018 ნაწილობრივ შესრულებულია.

მიხარია, რომ ჯეპრაში არის კარგად შეკრული და ერთმანეთში შეთამაშებული გუნდი, ყველას კარგად ესმის კომპანიის მიზნები. გული მწყდება რომ წელიწადში მხოლოდ 365 დღეა და მეტის გაკეთება ვერ მოვასწარით.

ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს 2019 წელს და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს შევცვლით რისი შეცვლაც არის სასიცოცხლოდ მნიშვლელოვანი კომპანიის განვითარებისთვის. კომპეტენციის ზღვრული მაჩვენებლის დანერგვა, თანამშრომლების ეფექტიანობის შეფასება, ბონუსირების სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

სფერო ვითარდება და მის განვითარებაში ლოკალურ თუ გლობალურ ბაზარზე წვლილი ჩვენც უნდა შევიტანოთ, ამბიციური, მაგრამ რეალური მიზანია, ამ მიზნის მისაღწევად კი 2019 წელს ბევრი საინტერესო პროექტის განხორციებას ვგეგმავთ:

  •  „ჰარვარდ ბიზნეს რევიუს“ 4 ბესტსელერი წიგნის გამოცემას ქართულ ენაზე
  •  შიდა საუნივერსიტეტო კონკურსების ჩატარებას
  • სპეციალიზებული მულტიმედიური ონლაინ-პლატფორმის შექმნას

დანარჩენი 2019 წელის შეჯამებაში დაიწერება.