ღონისძიებების ორგანიზება

ღონისძიებების ორგანიზება

ემოცია ქმნის განწყობას, განწყობა კი ხშირად გადაწყვეტილების მიღებისკენ გვიბიძგებს. ღონისძიებები  სამიზნე ჯგუფებამდე სასურველი გზავნილების მიწოდებისა და გავრცელების საუკეთესო საშუალებაა.

ჯეპრას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საერთაშორისო ფორუმების, ადგილობრივი ფესტივალების და ტრანსნაციონალური კორპორაციების პრეზენტაციების, ასევე მედიაღონისძიებებისა და შიდა კორპორაციული აქტივობების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ ვზრუნავთ დაგეგმვისა და კონცეფციის შემუშავების ეტაპიდან ღონისძიების პოსტ-კომუნიკაციის ჩათვლით, უზრუნველვყოფთ მესამე მხარეების კოორდინაციას,  მედიაგაშუქებასა და სოციალურ მედიაში აქტიურობას, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების მართვას.

მცირე აუდიტორიაზე გათვლილი ღონისძიებებისთვის შევქმენით ჯეპრას კომპეტენციის ცენტრი – თავისუფალი სივრცე სპეციალურად პრესკონფერენციების, ტრენინგების და შიდა კორპორაციული შეხვედრების ორგანიზებისთვის.

ჯეპრას ღონისძიებების მართვის გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ:

  • დაისახოთ კონკრეტული და გაზომვადი მიზნები და ამოცანები, რომლებსაც დაეფუძნება ღონისძიების კონცეფცია და ფორმატი;
  • მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ გზავნილები და მიუსადაგოთ სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს – იპოვოთ ოპტიმალური შეხების წერტილები;
  • აწარმოოთ მიზნობრივი პრე და პოსტ კამპანიები ღონისძიებების მასშტაბიდან გამომდინარე;
  • ჩამოაყალიბოთ მჭიდრო და გრძელვადინი კავშირები მედიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან, გააუმჯობესოთ კომუნიკაცია მომხმარებლებთან და პარტნიორებთან;
  • დანერგოთ ეფექტიანობის შეფასების ძირითადი მაჩვენებლები და აწარმოოთ მონიტორინგი როგორც განხორციელებულ, ასევე დაგეგმილ აქტივობებზე;
  • შეიმუშაოთ დეტალური სამოქმედო გეგმა და განსაზღვროთ თითოეული აქტივობის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები;
  • მოახდინოთ გუნდის წევრებთან, ჩართულ მხარეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან სათანადო კომუნიკაცია ღონისძიების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ ერთად ვქმნით მოვლენებს, რომლებიც ისტორიას რჩება!

//]]>