გაყალბებული ბიოგრაფია

გაყალბებული ბიოგრაფია

გაყალბებული ბიოგრაფია

კანდიდატთა ბიოგრაფიაში, კომპანიები ითხოვენ ინგლისურს, რუსულს, საოფისე პროგრამების ცოდნას და ა.შ…

დამსაქმებლის უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. უმაღლესი განათლება, სამუშაო ბიოგრაფია, სპეციალიზებული კურსები, ტრენინგები და ა.შ.  სრულიად ვეთანხმები ამ მიდგომას, რადგან კომპანიებს ესაჭიროებათ სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ სამუშაო. მთავარი ხომ მათთვის – მიზნის მიღწევაა?! მაგრამ, კადრის შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი (თუ ამას დეტალს დავარქმევდით) არ უნდა გამოგვრჩეს. ეს არის პატიოსნება. შესაბამისი პროფილის განათლება, პროფესიული უნარები, წარმატებული კარიერა  – ეს ყველაფერი შესანიშნავია! მათგან რომელიმეს კომპენსირება ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა ეს არ არის საკმარისი ინდიკატორი, რომ ღირსეული თანამშრომელი შევიძინოთ. რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის პიროვნული თვისებები, რომელიც ჩვენ კანდიდატს გააჩნია (თუ რომელიმე თქვენგანს პროტესტი გაგიჩნდებათ პოსტის ამ ნაწილის კითხვისას, სიამოვნებით მოვისმენ საწინააღმდეგო არგუმენტს და პოლემიკაში ჩავერთვები).

თქვენ რეზიუმეს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენზე, თუ რა ღირებულებების და პოტენციალის მატარებელი ხართ!

გაგიჩნდათ ალბათ კითხვა. შერჩევის პირველ ეტაპზე, რომელიც მხოლოდ რეზიუმების გადარჩევა-სორტირებას მოიცავს, როგორ გამოვავლინოთ კანდიდატის ძირითადი და საკვანძო თვისებები. მართალია, პროფესიონალ HR-ს არ გამორჩება ეს საკითხი უყურადღებოდ.  ფსიქოლოგები ხომ ყველაფერს ვაკვირდებით… რეზიუმეში ჩამოთვლილი ინფორმაციის თანმიმდევრულობას;  სამუშაო სტაჟს;  სამუშაოთა შორის წყვეტას; რეკომენდატორებს;  მონაცემების თანხვედრას პოზიციასთან, მოკლედ, ყველაფერს…

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სამუშაოს მაძიებლის რეზიუმეს პროფესიონალი ეიჩარი არ ამოწმებს?

post 3

ხშირ შემთხვევაში, აპლიკანტის შესახებ პირველად ინფორმაციას ეცნობა დამსაქმებელი, რომელიც ნაკლებად კომპეტენტურია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში, ან შეიძლება ზერელედ ეკიდება ამ საკითხს და მხოლოდ კადრის მიღების შემდეგ ახდენს რეკომენდატორებთან ინფორმაციისა და (ან, უარეს შემთხვევაში, საერთოდაც არ ამოწმებს) და სანდოობის კრიტერიუმების გადამოწმებას. აღარ ჩამოვთვლი იმ პარამეტრებს, რომლითაც ფსიქოლოგები ხელმძღვანელობენ  CV-ის კითხვისას, უგულვებელყოფილი რჩება.

მოკლედ, ბევრი რომ არ დაგღალოთ. რისკენ მიმყავს საუბარი და რაზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება, პირდაპირ გეტყვით.  სამუშაოს მაძიებლები ხშირად იტყუებიან, აზვიადებენ და შეცდომაში შეჰყავთ დამსაქმებლები. ამიტომ, გაყალბებული სამუშაო გამოცდილება და „დაბოლებები“ რომ არ გამოგრჩეთ, გადაამოწმეთ თავად! არ დაგეზაროთ, ჩართეთ საახლობლო, კონტაქტები, დარეკეთ თავად კომპანიაში და გაესაუბრეთ თანამშრომლებს, ყოფილ დამსაქმებლებს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარგი გუნდის შესადგენად.

გაყალბებული ბიოგრაფია

და, აქვე, რჩევა სამუშაოს მაძიებლებს: დაიწყეთ  CV-ით. თქვენი პირველი შეხების წერტილი და „პაემანი“ პოტენციურ დამსაქმებელთან. დაალაგეთ და დაასუფთავეთ ის. საკუთარი უნარები რეალურად შეაფასეთ და გადმოეცით. იყავით გულწრფელი და პატიოსანი, რადგან შემდეგ თავადვე არ აღმოჩნდეთ უხერხულ სიტუაციაში.