გასეირნება ტურინში

გასეირნება ტურინში

  • წამო მე გიყიდი ბილეთს
  • შენი ყიდვა რად მინდა? და ისწავლე ეს სასვენი ნიშნების გამოყენება 🙂
  • ბიჭო მე რომ სასვენ ნიშნებს ვიყენებდი მაშინ არავინ იყენებდა… გამოვიყენე კაროჩე ჩემი გამოსაყენებელი 😀
  • კაი, ხო! ჯანდაბას ჩემი თავი… რამდენი დღით?
  • 1 კვირა რა
  • Marto me da shen cavideT?
  • დავპოსტავ აბა და ატყდება ერთი ამბავი… ჰოდა ავარჩიოთ მერე 😀

I დღე

მთელი დღე გზაში ვიყავით. 10 საათზე უკვე ტურინში ჩავედით და დავბინავდით, ვია ნიცას ნახვაც მოვასწარით და ბედნიერებმა დავიძინეთ 🙂

II დღე

ფეხბურთის ბილეთების მქონეები მთელი დღე ფეხბურთზე იყვნენ, კაი ტიპები კი ქალაქს ვათვალიერებდით და მაგრად დავიღალეთ. იუვენტუსის მოლდოვის ფანკლუბის ხალხი გვყავდა მანამდე სტუმრად და კარგად გავართეთ ერთმანეთი 🙂

III დღე

კინოს მუზეუმი ვნახეთ. ჰაერში გამოკიდული შუშის ლიფტში მაგრად შემეშინდა. კიდევ რაღაც ვნახეთ და არ მახსოვს…

IV დღე

ლავაცას მუზეუმში ვიყავი. ყავაზე ბევრი რამე გავიგე. ქრისტეს სუდარაც ვნახე მანამდე და კომპაქტური ზურგჩანთაც ვიყიდე, შემდეგი ვიზეარებისთვის…

V დღე

წამოვედით. მთელი დღე გზაში ვიყავით. მაგრამ ღამე წყალტუბოში, ნინიკას დედულეთში, ისეთი ხაჭაპური და წიწილა დაგვახვედრეს ნინიკას დეიდებმა, რომ ყველა დაღლა დაგვავიწყდა 🙂