პარასკევი
ივლ272015

გამარჯობა, მე პიარსკოლა დავამთავრე!

გამარჯობა, მე პიარსკოლა დავამთავრე!

2008 წლის სექტემბერში მოულოდნლად მივიღე პიარსკოლაში სწავლის დაწყების გადაწყვეტილება. პრინციპში, მე არც მიმიღია, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ამიყოლია – ეზარებოდა მარტოს სიარული. მაშინ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ვიყავით. მთელი ბავშვობა ტელეჟურნალისტობა მინდოდა, ბავშვური სურვილით, ყველასთვის ნაცნობი სახე რომ ვყოფილიყავი.
გამარჯობა, მე პიარსკოლა დავამთავრე!

პიარსკოლაში სწავლა ეფექტური კომუნიკაციების კურსით იწყება და ლექციის პირველი ნაწილი ერთმანეთის გაცნობის სავარჯიშოს ეთმობა. კითხვაზე – რატომ გადაწყვიტე პიარსკოლაში სწავლა, მახსოვს, ძალიან დავიბენი და არ ვიცოდი, როგორ მეთქვა, რომ მეგობრის დაჟინებული თხოვნით მოვხვდი. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის ფარგლებში ჩემი სტუდენტობის დროს 9 საგანი შევისწავლეთ – პიარი იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მივხვდი, ჩემი პირველადი პროფესია ეს უნდა ყოფილიყო. პიარსკოლა „გაუს“ და „ჯეპრას“ ერთობლივი პროექტია და ბუნებრივია, რომ სწავლის განმავლობაში ყველა სტუდენტის სურვილი პიარკომპანია „ჯეპრაში“ პრაქტიკის გავლას უკავშირდებოდა. ჩემი ოცნებაც შეიცვალა და ტელეჟურნალისტობის ნაცვლად, „პიარშიცობა“ მომინდა, თუნდაც „ბექ სთეიჯში“.

ცხოვრებაში ყველას მიეცემა ხოლმე შანსი თვითრეალიზაციისთვის. ერთხელ ყველა ხვდება საჭირო დროს საჭირო ადგილას. 20 წლის ასაკში პიარსკოლა დავამთავრე. დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე კი, სოსო გალუმაშვილმა „ჯეპრაში“ 3 თვიანი სტაჟირება შემომთავაზა. საკუთარი თავი ასეთი ბედნიერი, გაბრწყინებული და ემოციური, მგონი სხვა დროს არც მახსენდება.

გამარჯობა, მე პიარსკოლა დავამთავრე!

მეშვიდე წელია ჯეპრას პიარკონსულტანტი ვარ და მეექვსე წელია რაც პიარსკოლის მენეჯერის პოზიცია მიკავია. დიდი შესავალი გამომივიდა, პოსტი პიარსკოლაზე იყო. სუბიექტურობას ყოველთვის ვერიდები და ვცდილობ, ჩემს საქმეს სხვისი თვალითაც შევხედო ხოლმე, რადგან დასაწყისს გაგრძელება და სწორად განვითარება სჭირდება.

პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი აერთიანებს ყველა იმ მიმართულებას, რომელიც პიარმენეჯერს საქმიანობაში სჭირდება. კურსი ადაპტირებადია და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. მაგალითად, 2010 წელს პროგრამას დავამატეთ ‘სოციალური მედია’, როგორც პიარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი, 2013 წლიდან პიარის ფსიქოლოგია – ვერბალური კომუნიკაციისა და ჟესტების მნიშვნელობა კომუნიკაციაში და 2015 წლიდან ელექტრონული მარკეტინგი, რომლის მნიშვნელობა დღითი-დღე იზრდება. პიარსკოლაში დავნერგეთ სისტემა – 20% თეორია და 80% პრაქტიკული მეცადინეობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, და რითაც მე და ლექტორები, დამფუძნებლები ვამაყობთ, არის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავების სწავლება, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა. სამუშაოდ რეალურ ქეისებს ვარჩევთ და რამდენიმეკაციანი გუნდი მთელი 3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჯეპრას პრაქტიკანტი ხდება, რადგან ჩვენი კონსულტანტები უწევენ კოორდინაციას და ასწავლიან პროექტის სწორად წერას, გუნდურ მუშაობას და პრეზენტაციის წარდგენის უნარ-ჩვევებს.

გამარჯობა, მე პიარსკოლა დავამთავრე!

მიუხედავად იმისა, რომ პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს წელიწადში 3-ჯერ, ყველა სასწავლო სეზონზე ვაცხადებ, ყველაზე მეტად დღემდე მაინც ამ ფრაზის წარმოთქმა და ფეისბუქზე გაზიარება მიხარია – „პიარსკოლაში სწავლა იწყება!“

გამარჯობა, მე პიარსკოლა დავამთავრე!

პირველ ლექციას სტუდენტების გაცნობის მიზინთ ვესწრები ხოლმე, თუმცა ძალიან ვამაყობ ფრაზით, რომლითაც მათთან კომუნიკაციას ვიწყებ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ ოჯახში. არ ვიტყუები… პიარსკოლა მართლა დიდი ოჯახია, ურთიერთობები, ხშირ შემთხვევაში, იწყება აქ, მის კედლებში და გრძლედება კედლებს გარეთ. პიარსკოლელები ბევრნი ვართ, ყველგან ვართ, წარმატება ჩვენ!

P.S. პიარსკოლაში სწავლა 28 სექტემბერს იწყება.

გამარჯობა, მე პიარსკოლა დავამთავრე!



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/gepra/public_html/4p.com.ge/wp-content/themes/thedeiline/single.php on line 29
Share Button

საუკეთესო სტატიები


Warning: Unknown: open(/tmp/sess_c2484e3a90adf1e0926cc907902f3dd0, O_RDWR) failed: No space left on device (28) in Unknown on line 0

Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/tmp) in Unknown on line 0