ფერის მნიშვნელობა დიზაინში

ფერის მნიშვნელობა დიზაინში

დიზაინის სამყაროში ფერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბრენდის დიზაინზე მუშაობისას, კონკრეტული ფერის ან ფერთა კომბინაციის არჩევისას, ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თუ როგორ გვინდა აღგვიქვას მომხმარებელმა. ვფიქრობ, მუშაობის ეს ეტაპი დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილია.

ფერთა პალიტრაში თითუეულ ფერს და მათ ტონებს გააჩნიათ სხვადასხვა ზეგავლენა ადამიანებზე. ძალიან მარტივი მაგალითია ჩვენი ჩაცმულობა, როგორი ფერის სამოსს ვატარებთ, როგორი განწყობა გვინდა შევიტანოთ ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოში ან როგორი ფერის ტანისამოსსში ვგრძნობთ თავს კომფორტულად. ეს გადაწყვეტილებები ბევრის მთქმელია ჩვენს პიროვნებაზე, შინაგან სამყაროზე. ასევეა დიზაინ სამყაროშიც, იქნება ეს ლოგოს დიზაინი, ინტერიერის თუ სხვა მხატვრული ნამუშევარი.

ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო, როდესაც პირველად გავიგე თუ რა ფერი რისი მანიშნებელია, მაგალითად:

  • წითელი წარმოადგენს ინტენსიურ გრძნობებს, მათ შორის აგრესიას, ბედნიერებას, სიყვარულს და ვნებას. ის ასევე იწვევს ძალაუფლების სურვილს და მას აქვს გულისცემის და სუნთქვის დაჩქარების უნარი.
  • ნარინჯისფერი იწვევს მძაფრ ემოციებს ისევე, როგორც ყვითელი.
  • მწვანე ბუნების და პლანეტის დამცველთა ფერია. ასოცირდება იმედთან, სულიერებასთან წარმატებასთან და სხვა.
  • ლურჯი სტაბილურობის, ნდობის აღმძვრელი ფერია. თითქმის ყველა ადამიანს უყვარს ლურჯისა და ცისფერის რაიმე ტონალობა მაინც.
  • იასამნისფერი მიიღება წითლისა და ლურჯის კომბინაციით და მიიჩნევა განსხვავებულობის სიმბოლოდ.
  • ყავისფერი, სიმყუდროვის ასოციაციას ბადებს, განსაკუთრებით თუ ინტერიერში ვხმარობთ. ეს ფერი გარემოს უფრო კომფორტულს ხდის.
  • შავ ფერს მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ფერი, ისევე როგორც სხვა მუქი ფერები, ოთახს ძალიან აპატარავებს, ღია ფერები კი პირიქით.
  • თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სიფაქიზეს, სინაზეს, სტერილურობასა და ახალგაზრდობას. ადამიანებში ის ასევე ასოცირდება ზამთართან, სიცივესთან, სუსხთან, სიფრთხილესთან.

აქ მოყვანილი მოკლე მაგალითებით იმის თქმა მსურს, რომ ყველა სიტუაცის და გარემოს შეესაბამება თავისი ფერი, რომელიც ძალიან ფრთხილად და ზუსტად უნდა შევარჩიოთ. წარმოიდგინეთ, კოკა-კოლა რომ მწვანე ყოფილიყო. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ შემთხვევშაში სულ სხვა ემოცია წამოვიდოდა მისგან.

„ I  found I could say things with colors and shapes that I couldn’t say any other ways – thing I had no words for.”

ამ სიტყვებით ცნობილ ამერიკელ მხატვარ ჯორჯია ო’კიფი გვეუბნება, რომ ფერებითა და ფორმებით ზოგჯერ შეიძლება უკეთ გადმოვცეთ ჩვენი სათქმელი, ვიდრე სიტყვებით.

ჯორჯია ო’კიფი

//]]>