ფასეული შეთავაზების ტილო

ფასეული შეთავაზების ტილო

ფასეული შეთავაზება არის ორგანიზაციის მომხმარებელზე ორიენტირებული განაცხადი, რომელიც ლაკონურად და გასაგებად გადმოსცემს პროდუქტის და სერვისის სარგებელს მომხმარებლისთვის და რომელიც სამომავლოდ უნდა გახდეს მომხმარებლის მიერ პროდუქტის / სერვისის შესყიდვის მოტივატორი.

 

ფასეული შეთავაზების შექმნა ყველა კომპანიისა თუ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანაა, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს მყიდველზე გავლენის ხარისხს, წარმოაჩენს უნიკალურ და კონკურენტებისგან განმასხვავებელ სარგებელს.

ფასეული შეთავაზების ტილო ქცევითი ფსიქოლოგიისა და დიზაინ-აზროვნების ელემენტებს შეიცავს და ფასეული შეთავაზების ვიზუალური გამოხატულებაა.

ჯეპრას ანალიტიკოსებთან ერთად, ფასეული შეთავაზების ტილოს შექმნით, თქვენ შეძლებთ:

  • დაამყაროთ მჭიდრო და გრძელვადიანი კავშირი მომხმარებელთან;
  • გაარკვიოთ თქვენი არსებული მდგომარეობა ბაზარზე და განსაზღვროთ პოზიციონირება;
  • მიუსადაგოთ სერვისები და პროდუქტები მომხმარებლების საჭიროებებს, სურვილებსა და შეთავაზოთ მათ პრობლემების მოგვარება;
  • ჩამოაყალიბოთ კომპანიის სამომავლო სტრატეგია;
  • მოახდინოთ საკომუნიკაციო არხებისა და კამპანიების ოპტიმიზაცია;
  • ჩამოაყალიბოთ კომპანიის მისია, ხედვა, ბრენდის ატრიბუტები (სლოგანი, ლოგო, მესიჯები დაშ);
//]]>