ეს წელი უფრო მძიმე გვეგონა და გადარჩენაზე ვფიქრობდით, თუმცა მოულოდნელად უფრო წარმატებული გამოდგა

ეს წელი უფრო მძიმე გვეგონა და გადარჩენაზე ვფიქრობდით, თუმცა მოულოდნელად უფრო წარმატებული გამოდგა

ჯეპრას პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე 2018 წელს აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

ძალიან წარმატებული იყო ჯეპრას კუთხითაც და პროფესიული განვითარების თვალზარისითაც. საკმაოდ ბევრი პროექტი იყო და ბევრი პროექტი ახლაც გრძელდება. ფინანსურადაც წინ წავიწიეთ.

რით იყო გამორჩეული?

სოკარის და მ2-ის პროექტები იყო ძალიან საინტერესო. CSR სტრატეგიებზე ვიმუშავეთ. პროფესიულ ასოციაციებთანაც მოგვიწია მუშაობა და USAID-ის ორ პროექტთან ვითანამშრომლეთ. მნიშვნელოვანი იყო ისიც რომ, ილიაუნიში პიარის ლექტორების გუნდი შეიკრიბა, სადაც ჯეპრელები ვართ წარმოდგენილები.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

ცალკე პროექტები უფრო ნაკლებად, ახალი მიდგომები იყო საინტერესო. როცა კრიზისების მართვისა და პოზიტიური კომუნიკაციისთვის არაპირდაპირი კომუნიკაცია და საინფორმაციო სივრცეში საკითხების აქტუალიზაცია გამოვიყენეთ.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?

ეს წელი უფრო მძიმე გვეგონა და გადარჩენაზე ვფიქრობდით, თუმცა მოულოდნელად უფრო წარმატებული გამოდგა. რამდენიმე საინტერესო პროექტის იდეა გაჩნდა, მაგრამ ვერ მოვასწარით განხორციელება. ცოტა მობილიზაცია გვაკლდა ამ წელს

როგორი იყო შენი წელი როგორც უნივერსიტეტების ლექტორის და პიარსკოლის მენტორის?

ალბათ მეტი გამოცდილება დავაგროვე. ეგ იყო და ეგ. პროგრამების განახლება და ახალი ინსტრუმენტების შემუშავება წინ მაქვს.

ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?

ჩვენი ტრანსფორმაციის პროცესი ცოტა გაიწელა. ვერ მოვიცალეთ და პროექტებზე დავხარჯეთ ბევრი დრო. თუმცა წლის ბოლოს რაღაცებზე ჩამოვყალიბდით და ეს ოპტიმისტურ მომავალს გვპირდება.

რაზე გწყდება გული? რა გიხარია?

გაშვებული შესაძლებლობები მწყინს. მიხარია, მაინც წინ რომ მივდივართ.

რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?

სადოქტორო, წიგნზე მუშაობა, ტერმინების გაქართულების პროექტი, სახელმძღვანელოს დაწყება – გეგმა ბევრია.

როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?

პოლიტიკასა და საჯარო სფეროში იქნება მეტი მოთხოვნილება ჩვენი პროფესიის მიმართ.