ფინჯან ყავაში ჩატეული განწყობა ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს და… თქვენთან ერთად!

ფინჯან ყავაში ჩატეული განწყობა ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს და… თქვენთან ერთად!

 

”დილა მშვიდობისა! გელით ფინჯან ყავასთან ერთად! – უკვე მერამდენედ ვესალმები “პიარ სკოლის” ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან… ჩემთვის საყვარელ ადამიანებს!
ზოგჯერ საკუთარ, ზოგჯერ კი სხვის განწყობას გამოვხატავ ამ ერთ მისალმებაში და განურჩევლად სქესისა და წარმომავლობისა, ასაკის თუ პროფესიისა ვიხმობ ფინჯან ყავასთან! გამოგიტყდებით, ხშირად კონკრეტული ადრესატიც მყოლია და “მას” მივმართვდი.. ისიც ტრადიციული ფეისბუქური ხერხით “მილაიქებდა” ჩემს განცდებს!
გამოცდილებამ აჩვენა (და არა მარტო ჩემმა!) რომ ყველაფერი ერთი ფინჯანი ყავიდან იწყება… სიყვარული, მეგობრობა, სამსახური, სკოლა, უნივერსიტეტი, სამუშაო დილაც კი…

“დილა მშვიდობისა!
ერთი ფინჯანი ყავა და… ყველაფერი კარგად იქნება!
დამიჯერეთ!”

დილა მშვიდობისა!
ფინჯანი ყავა, განუმეორებელი სიყვარული და… საყვარელი საქმე!
წინ დიდი დღე გველის!
დილა მშვიდობისა!
გელით ფინჯან ყავასთან…
არ დაიგვიანოთ…
მე ხომ თქვენთვის განსაკუთრებულად ვემზადები!
წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ!
და თუ სახლში რჩებით, გაატარეთ დღე პიარ სკოლასთან ერთად!

დილა მშვიდობისა!
გაიღვიძეთ… გელით ერთ ფინჯან ყავაზე….
ფინჯანი ყავა საიდანაც მუდამ ძლიერი სიყვარული გიმზერთ და გიღიმით! გელით, ვიდრე აორთქლდება ან სხვა დაგასწრებდეთ…
სიყვარული და მეგობრობაც ერთ ფინჯან ყავასთან ერთად იწყება…. მის გარეშე ხომ წარმოუდგენელია…

დილა მშვიდობისა!
აპრილი – წელიწადის ყველაზე სასურველი, ლამაზი და საყვარელი
სურვილი გამიჩნდა ეს დღე ერთად გაგვეტარებინა!
გელით ფინჯან ყავასთან…
ყველფერი საუკეთესო ხომ მოულოდნელად ხდება… მეც ყოველ დილით თქვენთან ერთად ველი ამ მოულოდნელობებს…
მართალია, ორშაბათია, ამბობენ მძიმეც…. თუმცა… დავიწყოთ დილა ერთად და ენერგიულად!
ასე რომ გაიღვიძეთ… მალე…. სხვა დაგასწრებთ და მერე გული დაგწყდებათ…

დილა მშვიდობისა!
ადრიანად გელოდით ერთ ფინჯან ყავასთან ერთად… თუმცა გიტოვებთ დიდ სიყვარულსა და ამ პატარა ბარათს:
“ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს… და ტრადიციულად ერთ ფინჯან ყავასთან გხვდებოდით! “აკვიატებადაც” მექცა… სიყვარულიც ხომ ერთგვარი “აკვიატებაა”, რომელსაც ვეღარ ველევით ხოლმე…. მოგვწონს და გვიყვარს ეს ზოგჯერ მოგონილი, ზოგჯერ კი… გულწრფელი “აკვიატება”….
სიყვარული ხომ გრძნობაა, და არა თანაგრძნობა! თუმცა ცალმხრივი სიყვარულიც არ არის ტრაგედია – ტრაგედია უსიყვარულოდ ცხოვრებაა!
თურმე… მხოლოდ სიყვარული არ ყოფილა საკმარისი კიდევ სხვა, რომელსაც მოგვიანებით გაგიმხელთ…
მანამდე გეტყვით, რომ არ დაკარგოთ, გაუფრთხილდით ურთიერთობებს და რაც მთავარია… ენდეთ!”
P.S. მაპატიეთ დღევანდელი გულახდილობა! ფინჯანი ყავაც გაცივდა… გელით!

დილა მშვიდობისა!
თუმცა უკვე დიდი ხანია… დილა შუადღისკენ წავიდა, თუმცა მაინც… ვერ გავძელი უთქვენოდ..
გელით ერთ ფინჯან ყავასთან….
პარასკევი მიყვარს… მომავალი უქმეების გავლენით… თუმცა… განწყობისთვის კიდევ სხვა რაღაც გვჭირდება…
იმდენი ვეძიე, იმდენი… მაინც ვიპოვე! ვიპოვე და … “ღირებული” დავკარგე!
ასე რომ… ბევრს ნუ ეძებთ… უბრალოდ, ენდეთ, გიყვარდეთ და გაურფთიხლდით!

აი, ასეთი მისალმებები გვაქვს პიარსკოლის გვერდზე.
უბროლოდ შემოიჭყიტეთ ხოლმე:

https://www.facebook.com/prschool

ჩვენთან, სამსახურში სამუშაო დღე სწორედ ასე იწყება – ჩვენი საკუთარი “ჯეპრული” “რიტუალი” გვაქვს სამზარეულოში… ზოგი თავისით, ზოგიც თხოვნით ვიმზადებთ ფინჯან ყავას და ვიწყებთ… ვიწყებთ როგორც “ჩემი კახა” იტყოდა “საქმენი საგმირონიას!”

მოკლედ, თქვენთან შეხვედრაც ასე გადავწყვიტე:

“დილა მშვიდობისა! გელით ერთ ფინჯან ყავასთან…”

დაიწყეთ დილა ენერგიულად! მერე რა რომ რაღაც ისე ვერ გამოგივიდათ გუშინ, დღეს შეეცადეთ!
თუმცა გაითვალისწინეთ…
“ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა…” (კოკო შანელი)
სამსახური, უამრავი საქმე, საყიდლები, ბავშვები…. თუმცა საკუთარ თავსაც ნუ დაივიწყებთ დღის ბოლოს…
ხშირად თქვით მიყვარხართ, მენატრებით, მჭირდებით…

და რაც მთავარია გა-ი-ღი-მეეეეეთთთთთ!