ენერგეტიკის პიარი

ენერგეტიკის პიარი

ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სფეროა მთელ მსოფლიოში და მუდმივად არის საჯარო და პოლიტიკური განხილვის საგანი. საჯაროობა, ღიაობა და გამჭვირვალობა ამ სფეროს დამახასიათებელი თვისებებია, შესაბამისად კომუნიკაციის პრინციპებიც ამ ძირითად ფასეულობებს ეფუძნება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით პრიორიტეტულია დიალოგის წარმოება და მუდმივი ინფორმირება ყველა დაინტერესებული მხარის, როგორიც არის საჯარო და კერძო სექტორი, ბიზნესი და არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები და მოქალაქეები.

საინტერესო და ამავდროულად, საქმიანი კონტენტის შექმნა, რისკების შეფასება, წამოჭრილი საკითხების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა, კრიზისების პრევენცია და მართვა, – ეს ის ჩამონათვალია, რომელთა გადაჭრასაც ჯეპრას გუნდი დაგროვილი გამოცდილებით და ექსპერტული ცოდნით უზრუნველყოფს. ჩვენ ვავითარებთ, ხელს ვუწყობთ და ვიცავთ ჩვენი კლიენტების ინტერესებს, ვეხმარებით რეპუტაციის გაძლიერებასა და ბიზნეს ღირებულებების წარმოჩენაში.

ჯეპრას გუნდის დახმარებით, თქვენ შეძლებთ:

  • შეაფასოთ და გაანალიზოთ ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე აქტივობები, მედია გარემო, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე პირები;
  • შექმნათ ფასეული შეთავაზება, რომელიც შეესაბამება თქვენს მისიას;
  • შეიმუშავოთ დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის სტრატეგია, შემოიკრიბოთ მხარდამჭერი ჯგუფები;
  • დაისახოთ მიზნები და დაგეგმოთ სტრატეგიული და გაზომვადი საკომუნიკაციო კამპანიები;
  • დაამყაროთ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები მედიასთან;
  • მოახდინოთ მიზნების და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა თქვენი გუნდის წევრებისა და ჩართული მხარეებისათვის;
  • შეიმუშაოთ კომუნიკაციის განხორციელების გეგმა, რომელიც მოიცავს: შესასრულებელ სამუშაოებს, გეგმის შესრულებაზე გავლენის მქონე შიდა და გარე ფაქტორებს, პოტენციურ რისკებს და რისკების მართვის გეგმას, მონიტორინგის და შეფასების მექანიზმებსა და კრიტერიუმებს;
  • შეიმუშავოთ ანტიკრიზისული გეგმა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და ეფექტიანად მართოთ კრიზისები;
  • მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა გრძელვადიან პერსპექტივაში;