ხუთშაბათი
ოქტ272015

Don’t panic

Don't panic

ირაკლი ღარიბაშვილი: PUMA-ს ვერტმფრენი სააკაშვილმა ტუალეტის გამო იყიდა

სააკაშვილმა PUMA-ს ტიპის ვერტმფრენი კომფორტულად მგზავრობის მიზნით იყიდა, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში შუამთობის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღესასწაულზე აჭარაში 200 კილო ტრადიციულ კერძს, კაიმაღს ამზადებენ. „სხვათა შორის ერთი ისტორია გამახსენდა, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, 3 კილო კაიმაღი ჭამა. აქედან ის გაფრინდა ბორჯომში, გახდა ცუდად და ვერტმფრენის შუახევში დასმა მოუწიათ. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტიო და აქედან წამოვიდა “პუმა,” ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა ყაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: http://www.ipress.ge/new/10704-irakli-gharibashvili-PUMAs-vertmfreni-saakashvilma-tualetis-gamo-iyida

http://coub.com/view/86ceu

 

აჭარაში ლაფანჭამიას საწინააღმდეგოდ ენტომოფაგი მწერები რიზოფაგუსები გამოიყვანეს

აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის ლაბორატორიაში ნაძვის დიდი ლაფანჭამიას საწინააღმდეგოდ ენტომოფაგი მწერების – რიზოფაგუსების გამოყვანის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო იუწყება.

რიზოფაგუსები ხულოსა და შუახევის სატყეო ადმინისტრაციების ლაფანჭამიათი დაზიანებულ ტყის კორომებში ჩაასახლეს.

შეგახსენებთ, ლაფანჭამიას წინააღმდეგ ბრძოლა თბილისშიც დაიწყეს. წიწვოვანი ნარგავების მავნებლების – ფიჭვის დიდი და პატარა ლაფნიჭამიას, კენწეროს და ექვსკბილა ქერქიჭამიების წინააღმდეგ კუს ტბის გზაზე, მთაწმინდის ფერდობზე და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ სხვა ადგილებში ეტაპობრივად  90 მწერსაჭერი განთავსდება. ნარგავებით განაშენიანებულ 1 ჰა ფართობზე თავსდება 4 ცალი ფერომონიანი მწერსაჭერი. თბილისის მასშტაბით მწერსაჭერები 24 ჰა ფართობზე განთავსდება.

წყარო:http://www.ipress.ge/new/11358-acharashi-lafanchamias-satsinaaghmdegod-entomofagi-mtserebi-rizofagusebi-gamoiyvanes

Coub: http://coub.com/view/86cib

 

“ვერეს ხეობაში ესტაკადის აშენება ახირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო”

არქიტექტორის ირაკლი მასხარაშვილის განხადებით, ვერეს ხეობაში ესტაკადის მშენებლობა ახირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, პროექტის შექმნისას მთავარ გადაწყვეტილებებს ქალაქის არქიტექურის სამსახური იღებდა.

“პროექტის შემუშავებისას ყველა პროცესი წესის მიხედვით მიმდინარეობდა. ვინმეს რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. იყო მოთხოვნები, რომელსაც იძლეოდა მაშინდელი ქალაქის მთავარი არქიტექტურული სამსახური. რეკომენდაციები პირდაპირ იყო გაერთიანებული ნორმებში, რომლითაც ვხელმძღვანელობდით. ყველა ეს პროცესი გადიოდა სახელმწიფო ექსპერტიზას.

იმ შენიშვნებით, რა შენიშვნებიც მაშინ ჩვენგან იქნა გაკეთებული არ იყო გათვალისწინებული. ზუსტად მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. ჩემთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ეს იყო ახირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

სახელმწიფო ვალდებულია რომ მსგავსი შეცდომები არ დააშვებინოს არავის, ვინც არ უნდა იყოს ის. მივიღეთ შეცდომა რომელიც არის დანაშაულის ტოლფასი”, – აცხადებს მასხარაშვილი.

წყარო:http://www.ipress.ge/new/7925-irakli-maskharashvili-mivighet-shecdoma-romelic-aris-danashaulis-tolfasi

Coub: http://coub.com/view/7ozrt

 

გიორგი მღებრიშვილი: “შსს-ში ყველაფერი საათის მექანიზმივით უნდა მუშაობდეს”

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საპატრულო პოლიციის რეგიონების სამმართველოების ხელძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე  აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და საპატრულო პოლიციას კომპეტენციის ფარგლებში მოქმედება დაავალა.

“თქვენ ყველამ იცით თქვენი უფლებამოვალეობა. მინდა, რომ ეს შეასრულოთ ზედმიწევნით. ნებისმიერ თანამდებობის პირთან ან უბრალო მოქალაქესთან, ვინც არ უდა იყოს ის, იმოქმედეთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში. ამ სისტემაში ყველაფერი საათის მექანიზმივით უნდა მუშაობდეს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

წყარო:http://www.ipress.ge/new/11380-giorgi-mghebrishvili-shssshi-yvelaferi-saatis-meqanizmivit-unda-mushaobdes

Coub: http://coub.com/view/7ut3y

 

ალეკო ელისაშვილი: მთაწმინდაზე, სადაც ხეებს ჩეხავენ, გივი თარგამაძის ძმა აშენებს კორპუსს

მეტი:http://www.ipress.ge/new/11523-aleko-elisashvili-mtatsmindaze-kheebs-chekhaven-givi-targamadzis-dzma-ashenebs-korpuss

Coub:  http://coub.com/view/8dzsq

 

საქართველო გაეროს 70-ე წლისთავზე ქვევრს აჩუქებს

გაეროს დაარსების 70-ე წლისთავისა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული ქართული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანის აღსანიშნავად, გაეროს ჟენევის ოფისს საქართველოსგან ოფიციალურ საჩუქრად ქვევრი გადაეცემა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ქვევრი და შესაბამისი საინფორმაციო აბრა მიმდინარე წლის სექტემბერში განთავსდება ჟენევის გაეროს ოფისის შიდა ეზოში, რის შემდეგაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სპეციალური ცერემონიალის კონკრეტული თარიღი.

აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, ა.წ. 3 მარტს გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორთან, მიხაელ მიოლერთან გამართული შეხვედრის დროს.

წყარო:http://www.ipress.ge/new/11923-saqartvelo-gaeros-70e-tslistavze-qvevrs-achuqebs

Coub: http://coub.com/view/86cr7

http://coub.com/view/86d3g

 


მარიამ მურადაშვილი,
დიზაინერი
Share Button

საუკეთესო სტატიები