დიდ სირთულეებს შევეჭიდეთ, თუმცა, რაც მთავარია კარგ გუნდთან ერთად მუშაობა ეს ყველაფერი ძალიან გაამარტივა

დიდ სირთულეებს შევეჭიდეთ, თუმცა, რაც მთავარია კარგ გუნდთან ერთად მუშაობა ეს ყველაფერი ძალიან გაამარტივა

ჯეპრას დიზაინერი, თაკო ჩიხრაძე 2018 წელს აფასებს. 

რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?

ნამდვილად უფრო წარმატებული იყო 2017 წელთან შედარებით, ბევრი საინტერესო გამოწვევა მივიღე, რომელსაც მგონი წარმატებით გავართვი თავი და ახალი გამოცდილებაც შევიძინე.

რით იყო გამორჩეული?

საინტერესო და რთული პროექტები განვახორციელეთ, სირთულეების გადასალახად საკმაოდ ბევრი სიახლისა და არასტანდარტული გზების ძიება მოგვიწია, რამაც ასევე ხელი შეუწყო ჩემ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?

ძნელია ამდენი საინტერესო პროექტიდან რომელიმე გამოყო, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი ინტერესი გურჯაანის ღვინის ფესტივალმა დაიმსახურა. დიდ სირთულეებს შევეჭიდეთ, თუმცა, კარგ გუნდთან ერთად მუშაობამ ეს ყველაფერი ძალიან გაამარტივა და შედეგიც კარგი დაიდო.

რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება?

რაღაც კონკრეტული გეგმების დასახვა არ მიყვარს, რადგან ვთვლი რო ამით თავს ვიზღუდავ და სხვა გასაქანს არ ვაძლევ საკუთარ თავს, უბრალოდ ვცდილობ, რომ ყოველდღე მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი თავით კმაყოფილი ვიყო.

რა გეგმები გაქვს 2019 წელს?

ვფიქრობ, რომ 2018 წელს განხორციელებული პროექტები და მიღებული გამოცდილება მომავალი წლის წარმატების საფუძველი აღმოჩნდება.